ენდრიუ ჰოლის თქმით, ის სამსახურში წასვლას აპირებდა, როცა მოულოდნელად ეს მოწყობილობა პირში აუფეთქდა და ნაწილებად იქცა. დაკარგა კბილები, დაუზიანდა სახე და ყელი. სააბაზანოში კედელიც კი დაზიანდა, სადაც მამაკაცი იმ მომენტში იმყოფებოდა.
30 წლის ენდრიუმ, ელექტრონული სიგარეტის სხვა მომხმარებლებს ფოტოები თავად გაუზიარა, რათა სიფრთხილე გამოიჩინონ.
აი, რას წერს ის საკუთარ ფეისბუქ გვერდზე:
"გუშინ დილით, სამსახურში მივდიოდი, როცა ისეთი
გატაცებული ვარ ელექტრონული სიგარეტით - უფრო სწორად, უკვე აღარ ვეწევი და ვიმედოვნებ, მასზე სხვების დამოკიდებულებასაც შევცვლი.
უკვე ერთი წელია ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ არასწორად არაფერი გამიკეთებია, მაგრამ სიგარეტი სახეში მაინც ამიფეთქდა.
მინიმუმ 7 კბილი დავკარგე, მივიღე სახისა და კისრის მეორე ხარისხის დამწვრობა, ხოლო პირიდან, ყელსა და ტუჩებიდან სიგარეტის, კბილებისა და უცხო სხეულების ნამსხვრევებს მიღებენ".
ენდრიუმ პოსტს თან დაურთო ფოტოებიც. ერთ-ერთ მათგანზე LG HG2-ის ელემენტის ნაწილები მოჩანს. ირკვევა, რომ სწორედ ელემენტი გახდა ელექტრონული სიგარეტის აფეთქების მიზეზი.
ენდრიუ ჰოლი პირველი ამერიკელი არ არის, ვინც ამგვარი დამწვრობა მიიღო.
თებერვალში კენტუკში მცხოვრებმა მამაკაცმა, ფეხების მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო, როცა მოწყობილობა ჯიბეში აუფეთქდა.
ნიუ-იორკში მამაკაცს ელექტრონულმა სიგარეტმა ენა ორად გაუხლიჩა.
2015 წელს, კი ანალოგიური შემთხვევის შედეგად, კოლორადოელმა სტუდენტმა, კისრისა და სახის რამდენიმე ძვალი მოიტეხა.
საერთო ჯამში, 2015-2016 წლებში ელექტრონული სიგარეტის აფეთქების 66 შემთხვევა დაფიქსირდა.
ანა გარელი