18 იანვარი, 2017
მოულოდნელი დარტყმა ანჯელინა ჯოლისთვის: მისი არაბიოლოგიური შვილის დედას ბავშვთან ურთიერთობა სურს
ანჯელინა ჯოლიმ ზაჰარი 2005 წელს, ეთიოპიიდან იშვილა. გოგონა მაშინ 6 თვის იყო. ახლა, ზაჰარის ბიოლოგიურ დედას, 12 წლის შემდეგ შვილთან ურთიერთობა მოუნდა.

მენტევაბ დევიტ ლებიზო dailymail-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ დიდი იმედი აქვს, ზაჰარის ცხოვრების ნაწილი გახდეს:

"მე უბრალოდ მინდა გავაგებინო მას, რომ ცოცხალი ვარ და მზად ვარ, დაველაპარაკო. მისი წამოყვანა არ მინდა, უბრალოდ მინდა მქონდეს მასთან კავშირი და შესაძლებლობა, რომ დავურეკო და დაველაპარაკო".

მისთვის არ არის სასიამოვნო იმ ფაქტის აღიარება, რომ ანჯელინამ გოგონას წარმოუდგენელი ცხოვრება
აჩუქა.

"ანჯელინა მისთვის უფრო იყო დედა, ვიდრე მე - ამბობს მონტევაბი. - ის მასთან ძალიან პატარა ასაკიდან იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ მენატრება ჩემი შვილი. მე მასზე ყოველდღე ვფიქრობ და მასთან შეხვედრაზე ვოცნებობ. მე ვიცი, როდის აქვს ზაჰარის დაბადების დღე, მაგრამ არ შემიძლია ამ დღის მასთან ერთად გატარება. ამის გამო, ძალიან ვდარდობ". იხილეთ სრულად


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS