17 იანვარი, 2017
რა არის 61 წლის იასმინ როსის მარადიული ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო
იასმინ როსიმ სამოდელო კარიერა მაშინ დაიწყო, როცა სუპერმოდელები უკვე პენსიაზე გადიან. ფრანგული წარმოშობის ამერიკელმა, ცხოვრება ბავშვების აღზრდას მიუძღვნა, ამიტომ პროფესიონალური გადაღებები მხოლოდ 40 წლის ასაკში დაიწყო. ახლა იასმინი 61 წლისაა და ძველებურად პოპულარობის პიკზეა - უმსხვილესი სამოდელო ბრენდები არასტანდარტულ მოდელთან კონტრაქტის დადებაზე ოცნებობენ.

გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რაში მდგომარეობს იასმინ როსის მარადიული ახალგაზრდობისა და თავბრუდამხვევი წარმატების ფენომენი.

ბუნებრივი სილამაზე
სამოდელო ინდუსტრია დაიღალა იდეალური პარამეტრებითა და მსგავსი სახეებით - სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში არასტანდარტულ მოდელებზე დიდი მოთხოვნაა. იასმინა
როსი პირველი "ასაკიანი" მოდელი არ არის - თავის პოზიციებს ძველებურად არ თმობს 85 წლის კარმენ დელორეფიჩე და სამოდელო ბიზნესიდან წასვლაზე არც ფიქრობს. თუმცა, თუ მისი სილამაზე უამრავი ქირურგიული ოპერაციის დამსახურებაა, 61 წლის იასმინის ბუნებრივი სილამაზე მის საწინააღმდეგოდ მეტყველებს. თავად მოდელის აღიარებით, ის, ზედმეტ წამლებზეც კი უარს ამბობს, რომ არაფერი ვთქვათ პლასტიკასა და ქირურგიულ ჩარევაზე.

Rating


სწორად ცხოვრების წესი
174 სმ სიმაღლის 61 წლის იასმინა როსის შეუძლია სამოდელო პარამეტრებით დაიკვეხნოს - 86/63/91. მოდელი არ მალავს, რომ ფორმის შენარჩუნებაში მას სპორტით რეგულარულად დაკავება ეხმარება: იოგა, სირბილი და ფუნქციონალური ტრენინგი - მისი ყოველდღიური ვარჯიშის მხოლოდ მცირე ნაწილია. როსის რაციონში ვერ ნახავთ ცომეულს ან ტკბილეულს, გამონაკლისია ბოსტნეული, თევზი და მოხარშული ხორცი. იასმინა თავის მოვლას დიდ დროსა და ძალას ანდომებს. მოდელი დარწმუნებულია, რომ ასაკობრივ ცვლილებებს ქოქოსის, ზეითუნისა და რაპსის ზეთი ეფექტურად უმკლავდება.

ოპტიმისტური შეხედულება
იასმინა როსის რწმუნებით, მისი ახალგაზრდობის უპირველესი საიდუმლო ოპტიმისტური განწობა და მოქმედების სრული თავისუფლებაა.

40 წლის ასაკში სამოდელო ბიზნესში მოღვაწეობის გადაწყვეტილების მიღებისას, როსი ყურადღებას არ აქცევდა მის გარშემო მყოფ სკეპტიკურად განწყობილ პირებს. შედეგად კი ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობა მიიღო, როგორებიცაა -Marks & Spencer, YSL, Hermès და Jil Sander და ჟილ შანდერ. უამრავი გადაღებების პარალელურად, იასმინა ბევრს მოგზაურობს, გატაცებულია დიზაინითა და ფოტოგრაფიით, ასევე ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს შვილიშვილებთან ერთად.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS