17 იანვარი, 2017
61 წლის კრის ჯენერი ცოლად 36 წლის ბოიფრენდს მიჰყვება -კიმ კარდაშიანის დედა ქორწილისთვის ემზადება
ამ წელს კარდაშიან-ჯენერების ოჯახს კიდევ ერთი ადამიანი შეემატება. ცნობილი გახდა, რომ 61 წლის კრის ჯენერი 36 წლის ბოიფრენდთან, კორი გემბლომთან ურთიერთობის დაკანონებას ოფიციალურად აპირებს.

წყაროების ცნობით: "ახლა კრისი და მისი ადვოკატები საქორწინო შეთანხმებას ამზადებენ და როგორც კი კორი ხელს მოაწერს, ისინი ქორწილისთვის მზადებას შეუდგებიან. ცერემონია გაზაფხულის დასაწყისში უნდა გაიმართოს".

წყვილის ახლობლები იმაზეც საუბრობენ, რომ კრისი ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ყოფილა და ახლა თავს სასურველად და დაცულად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ კორიმ კრისს გასული წლის სექტემბერში
სთხოვა ხელი, რაზეც ჯენერი სიამოვნებით დათანხმდა. საერთო ჯამში, ცნობილები უკვე 2 წელზე მეტია ერთად არიან.
Rating
პირველად 1978 წელს, ადვოკატ რობერტ კარდაშიანს გაჰყვა ცოლად, რომლისგანაც მას ოთხი შვილი ჰყავს









აღსანიშნავია, რომ კრის ჯენერისთვის ეს მესამე ქორწინება იქნება. რეალითი შოუს ვარსკვლავი, პირველად 1978 წელს, ადვოკატ რობერტ კარდაშიანს გაჰყვა ცოლად, რომლისგანაც მას ოთხი შვილი - კორტნი, კიმი, ხლოე და რობი ჰყავს. წყვილი ერთმანეთს 1991 წელს გაეყარა.

ამავე წელს კრისი ცოლად ოლიმპიურ ჩემპიონს, ბრიუს ჯენერს გაჰყვა.მ ქორწინებაში მათ ორი ქალიშვილი შეეძინათ - კენდალი და კაილი. მათი ქორწინება 2015 წელს დასრულდა.

ანა გარელი

Rating
მათი ქორწინება 2015 წელს დასრულდა

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS