16 იანვარი, 2017
აშშ-ში მარტოხელა 4 შვილის დედამ YouTube-ის საშუალებით სახლი დამოუკიდებლად ააშენა - როგორ დააღწია ქალმა თავი მოძალადე ქმარს
მარტოხელა დედამ კარა ბრუკინსმა შვილებთან ერთად სრულფასოვანი სახლი YouTube-ის გაკვეთილების მიხედვით დამოუკიდებლად ააშენა. ქალი ამაზე ბავშვების უსაფრთხოებისა და უძრავი ქონების ძალიან მაღალი ფასების გამო დათანხმდა.

კარამ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი რთულ ურთიერთობებში გაატარა. 2008 წელს ის საფრთხეში აღმოჩნდა - მოძალადე ქმართან ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. მას ფსიქიურად დაავადებული ყოფილი ქმარი მოსვენებას არ აძლევდა, მაგრამ არც მისგან წასვლა შეეძლო, რადგან მაშინ საჭირო საცხოვრებელი სახლისთვის საკმარისი თანხა არ ჰქონდა.

"ძალადობით სავსე ორი ქორწინების შემდეგ, მე და ჩემს შვილებს რაღაც
ახალი გვჭირდებოდა. სინდისი მქენჯნიდა და ვღელავდი, რომ ჩემს შვილებს თავდაჯერებულობა აკლდათ" - ჰყვება კარა.

Rating

ძალადობისგან თავის დასაღწევად კარამ და მისმა შვილებმა საკუთარი სახლის აშენება დამოუკიდებლად გადაწყვიტეს.
ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, როცა ქალი შვილებთან ერთად არდადეგებიდან ბრუნდებოდა და დაინახა როგორ გაენადგურებინა ტორნადოს სახლი. საკუთარი სახლის ასაშენებლად კარამ 150 ათას დოლარიანი კრედიტი აიღო. იმ დროისთვის მისი შვილები 17, 15, 11 და 2 წლის იყვნენ.
Rating

















ეს პირველი ნაბიჯი იყო, რაც მათ საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად გააკეთეს. ძალიან გულუბრყვილოები ვიყავით, მაგრამ გამოუცოდელობა სიძლიერემ ჩაანაცვლა" - ჰყვება კარა.

ოჯახს მშენებლობის არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა, ამიტომ ყველაფერი YouTube-ის საშუალებით ისწავლეს.
საუბრისას კარამ აღნიშნა, რომ მშენებლობის პროცესში ოჯახს ძალიან დაუახლოვდა. შედეგად მათ სრულფასოვანი საცხოვრებელი, 5 საძინებლით მიიღეს და მის შვილებს აღარაფერი აშინებთ.

Rating



































ახლა კარა ბრუკინსი ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს. ის უფროსი კომპიუტერულიანალიტიკოსი და მწერალია.

ანა გარელი
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS