16 იანვარი, 2017
პრინც ჰარიმ შეყვარებული, მეგან მარკლი ქეით მიდლტონს გააცნო
გამომცემლობა The Sun ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ, თავისი შეყვარებული, ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი, მისი ძმის მეუღლეს, კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეთრინს გააცნო.

გამომცმემლობის ცნობით, შეხვედრა, ლონდონში, კენსინგტონის სასახლეში შედგა.

ასევე აღსანიშნავია, რომ მარკლიმ "ჰარის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოგონა" გაიცნო - ეს მისი ძმისშვილი პრინცესა შარლოტაა.

"ქეითი მეგანთან შეხვედრას ნამდვილად ელოდებოდა და მან იცის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჰარისთის" - აცხადებს წყარო.

მან ისიც დაამატა, რომ პრინცი ქეითთან "ძალიან ახლოსაა" და მის აზრს პატივს სცემს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS