ლონდონში, რუსი მილიარდერის ვალერი კოგანის შვილიშვილის, 19 წლის ირინას ქორწილი გაიმართა. დღესასწაულზე მთელი სამყარო შეიკრიბა. ესწრებოდნენ არა მარტო რუსული, არამედ დასავლური შოუ-ბიზნესის წევრებიც. ირინა კოგანის რჩეული, მისი თანატოლი, ინგლისური წარმომავლობის ებრაელი დენიელ კენვეია. ახალგაზრდებმა ერთმანეთი ლონდონში გაიცნეს, სადაც ირინა ცხოვრობს და სწავლობს.
სტუმრებს შორის იყვნენ - პოლად ბულბულ ოღლუ, ფილიპ კირკოროვი, იგორ ნიკოლაევი, ანნა ნეტრებკო ქმართან, იოსიფ ეივაზოვთან ერთად, სტას მიხაილოვი, ვლადიმირ ვინოკური და სხვები. საღამოს
ლონდინში, ქორწილს რუსი ცნობილების გარდა ესწრებოდნენ - ანტონიო ბანდერასი და ელტონ ჯონი მერაია ქერისთან ერთად, რომლებმაც სტუმრები საკუთარი გამოსვლებით გაახარეს.
შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ ჟურნალ "Forbes"-ის რეიტინგებში ვალერი კოგანი, რუსეთის 200 უმდიდრეს ბიზნესმენს შორის 41-ე ადგილს იკავებდა. მისი ქონება 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ანა გარელი