13 იანვარი, 2017
ჯულია რობერტსი ქმრის ღალატში გამოიჭირეს
ჰოლივუდის მსახიობი ჯულია რობერტსი პაპარაცებმა უცნობ მამაკაცთან ერთად შენიშნეს. წყაროს ცნობით, წყვილმა დრო მალიბუს ერთ-ერთ რესტორან Soho House-ში გაატარა. ერთობლივი ლანჩის შემდეგ, მსახიობი, რომელიც ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ჩანდა, ქუჩაში თავის კომპანიონთან ერთად გამოვიდა და ტუჩებში კოცნით დააჯილდოვა. პაპარაცების მიერ დაფიქსირებულმა ამ სცენამ ბლოგებსა და ტაბლოიდებში დიდი ტალღა ააგორა.

მედიაში ამტკიცებენ, რომ დაქორწინებულ რობერტსს რომანი აქვს, რაც ქორწინებაში პრობლემებზე მიუთითებს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯულიას ქმარი, დენი მოდერი, ცოლის უცნობთან შეხვედრის პერიოდში ქალაქში არ იმყოფებოდა.

Rating
ამოიჭირეს" width="500" style="float: left; border: 0px;" />






































ამ ისტორიაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა ჟურნალისტებმა მაინც მოახერხეს იმის გარკვევა, თუ ვისთან სადილობდა და კოცნიდა ჯულია რობერტსი.

მამაკაცის სახელია რიჩარდ ლოვეტი. ის ოსკაროსანი მსახიობის დიდი ხნის აგენტი და მსხვილი კასტინგ-სააგენტო CAA-ს ერთ-ერთი მმართველია.

"ის, რომ რეპორტიორებმა, რომლებმაც Soho House-თან ფოტო გადაიღეს და ჰოლივუდის ასეთი გავლენიანი პირი, როგორიც ლოვეტია ვერ იცნეს, სირცხვილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მედიაში მუშაობს" - აღნიშნა წყარომ.

რობერტსისა და მოდერის ურთიერთობაში პრობლემებზე პრესამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო წერა. 2014 წელს მედია წყვილის განშორებას ვარაუდობდა, თუმცა ყველაფერი მოგვარდა. ერთი წლის შემდეგ ისტორია განმეორდა. მედია აცხადებდა, რომ განქორწინების ინიციატორი დენი მოდერი იყო, ცოლის ზედმეტი ემოციურობით უკმაყოფილების გამო.

"ჯულია ხანდახან ძალიან ემოციურია, ერთ წუთში შესაძლოა აფეთქდეს, მეორე წუთში კი ბოდიშს იხდის. 13 წლის შემდეგ დენიმ გადაწყვიტა, რომ "საკმარისია" - წერდნენ ჟურნალისტები.

Rating

მოგვიანებით თემა დაიხურა, მაგრამ გასულ გაზაფხულს კვლავ გახმაურდა: "დენის მობეზრდა ჯულიას ყველაფრის კონტროლის სურვილი, მათ შორის მისი ქმედებების. მას აღარ სურს ცოლის, ყოფილ მამაკაცებთან დროის ტარების ჩვევა კვლავ მოითმინოს. გარდა ამისა, დენის ჯულია უკვე დიდი ხანია აღარ აინტერესებს და ძირითად დროს მეგობრებთან ერთად ატარებს" - წერდა ერთ-ერთი წყარო და იმასაც ამატებდა, რომ წყვილის ერთად ყოფნის ერთადერთი მიზეზი ბავშვებზე ზრუნვაა.

ვარსკვლავების მხრიდან ამ თემაზე კომენტარები კვლავ არ ყოფილა, ამიტომ მსახიობის მორიგი ფეხმძიმობის ამბით ეს ისტორიაც დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ ჯულია რობერტსისა და დენი მოდერის რომანი 2001 წელს, ფილმის "მექსიკელი" გადაღებებზე დაიწყო. ერთი წლის შემდეგ იქორწინეს, კიდევ ორი წლის შემდგომ კი ტყუპების - ჰეზელ პატრიშისა და ფინეას უოლტერის მშობლები გახდნენ. 2007 წელს ვარსკვლავურ ოჯახში კიდევ ერთი ბავშვი, ჰენრი დენიელი დაიბადა.
Rating


























ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
არ მგონი
არც აღფრთოვანებულს ჰგავს და არც სასიყვარულო კოცნას ჰგავს, პირიქით, თითქოს აღშფოთებულია და ის აწყნარებს
10:52 / 15-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS