05 იანვარი, 2017
50 წლის ჯანეტ ჯექსონმა პირველი შვილი გააჩინა - რატომ მიიღო მომღერალმა ისლამი
ჯანეტ ჯექსონი 50 წლის ასაკში დედა პირველად გახდა. ამერიკელმა მომღერალმა 42 წლის ქმარს, ყატარელ მილიარდერ ვისამ ალ-მანეს ვაჟი გაუჩინა. წყვილი 2012 წლიდან ერთადაა. როგორც ცნობილია, ჯანეტმა ქმრის გულისთვის ისლამიც მიიღო.

მომღერლის ორსულობაზერ ინფორმაცია, გასული წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი, როცა მან მსოფლიო ტურნე გადადო. მას შემდეგ ჯექსონი აღარ გამოჩენილა. ამბობდნენ, რომ ამ ასაკში ფეხმძიმობის გამო ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს.

მაგრამ მოგვიანებით ჯექსონი ქუჩაში დააფიქსირეს. მომღერალს წონაში საგრძნობლად ჰქონდა მომატებული.
Rating


შემოდგომის მიწურულს არტისტმა სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა,
სადაც წერდა, რომ ყველაფერი კარგად იყო.

ვარაუდობდნენ, რომ ჯანეტი ვაჟს გარდაცვლილი ძმის სახელს დაარქმევდა, მაგრამ მისმა წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ, ბავშვის სახელი გაამხილა. ახალშობილს ეისსა დაარქვეს.

აღსანიშნავია, რომ მომღერლის ყოფილი ქმარი, ჯეიმს დებარჟი აცხადებს, რომ ეს მისი პირველი ბავშვი არ არის. თითქოს ჯანეტს უკანონო შვილი ჰყავს და გოგონა უკვე 30 წლისაა. დებარჟი ამტკიცებს, რომ მათი განქორწინების შემდეგ, 1985 წელს ჯექსონმა შვილი საიდუმლოდ გააჩინა და გააშვილა, რომ ამას მისი კარიერისთვის ხელი არ შეეშალა.

თავად ჯანეტს ამ ინფორმაციაზე ჯერ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

ანა გარელი



Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS