მომღერლის ორსულობაზერ ინფორმაცია, გასული წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი, როცა მან მსოფლიო ტურნე გადადო. მას შემდეგ ჯექსონი აღარ გამოჩენილა. ამბობდნენ, რომ ამ ასაკში ფეხმძიმობის გამო ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს.
მაგრამ მოგვიანებით ჯექსონი ქუჩაში დააფიქსირეს. მომღერალს წონაში საგრძნობლად ჰქონდა მომატებული.
შემოდგომის მიწურულს არტისტმა სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა,
ვარაუდობდნენ, რომ ჯანეტი ვაჟს გარდაცვლილი ძმის სახელს დაარქმევდა, მაგრამ მისმა წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ, ბავშვის სახელი გაამხილა. ახალშობილს ეისსა დაარქვეს.
აღსანიშნავია, რომ მომღერლის ყოფილი ქმარი, ჯეიმს დებარჟი აცხადებს, რომ ეს მისი პირველი ბავშვი არ არის. თითქოს ჯანეტს უკანონო შვილი ჰყავს და გოგონა უკვე 30 წლისაა. დებარჟი ამტკიცებს, რომ მათი განქორწინების შემდეგ, 1985 წელს ჯექსონმა შვილი საიდუმლოდ გააჩინა და გააშვილა, რომ ამას მისი კარიერისთვის ხელი არ შეეშალა.
თავად ჯანეტს ამ ინფორმაციაზე ჯერ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
ანა გარელი