04 იანვარი, 2017
მელანია ტრამპის ჩაცმაზე მხოლოდ Dolce&Gabbana დათანხმდა: რატომ არ სურთ პირველ ლედისთან თანამშომლობა ცნობილ ბრენდებს?

 

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, საზოგადოების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება არ მხოლოდ მას, არამედ მის ცოლსაც შეეხო.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ 47-ე და პირველი ლედი ყოფილი მოდელი - მელანია ტრამპი გახდებოდა, ბევრმა დიზაინერმა მის ჩაცმაზე უარი განაცხადა.

პირველმა ბოიკოტი ტრამპების ოჯახს - სოფი ტილერმა გამოუცხადა, რომელიც მიშელ ობამას სტილზე ზრუნავდა. მას მიჰყვნენ ფილიპ ლი, ჯოზეფ ალტუზარა, მარკ ჯეიკობსი და ტომ ფორდი. იმ დიზაინერების რაოდენობა კი, რომლებსაც სურთ პირველ ლედისთან თანამშრომლობა, ძალიან ცოტაა:
დიანა ფონ ფიურსტენბერგი, კაროლინა ჰერერა და ტომი ჰილფიგერი.

ამ სიას კი უკვე Dolce&Gabana შეემატა. მან საახალწლო წვეულებაზე მელანია ტრამპს შავი კაბა ჩააცვა, რომელშიც პირველი ლედი იდეალურად გამოიყურებოდა.

სტეფანო გაბანამ პირად ინსტაგრამზეც კი დადო ფოტო და გააკეთა კომენტარი, სადაც ტრამპს #DGwoman უწოდა. იხილეთ ფოტო

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS