04 იანვარი, 2017
ირინა შეიკმა ქორწილის თარიღი დაასახელა
ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი, რომლებიც რამდენიმე თვეში მშობლები გახდებიან, ქორწილის თარიღს ასაჯაროვებენ.

ცნობილი გახდა, რომ წყვილი ურთიერთობას 2017 წლის აგვისტოს ბოლოს დააკანონებს. ამის შესახებ მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა.

ირინას დანიშვნის ამბავი მას შემდეგ გახდა აშკარა, როცა პაპარაცებმა ის ლოს-ანჯელესის ქუჩებში, უსახელო თითზე ნიშნობის ბეჭდით დააფიქსირეს. ძვირფასეულობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბეჭედი პრინცესა დიანას ბეჭედსაც შეადარეს, რომელიც პრინცმა უილიამმა წლების შემდეგ ქეით მიდლტონს გადასცა.

თუმცა იმ ბეჭდისგან განსხვავებით, რომელსაც ტახტის მემკვიდრის მეუღლე ატარებს, მოდელის ბეჭედს
ზურმუხტის თვალი ამშვენებს, ქეით მიდლტონის ბეჭედს კი საფირონი.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS