ბევრი ვიფიქრე, რით გავახარებდი ქართველ მკითხველს წინასაახალწლოდ და მოვიფიქრე Лариса Иванова-ს როლის შემსრულებელთან, ელენა პროკლოვასთან ინტერვიუ შემეთავაზებინა მათთვის.
- 11 წლის ვიყავი, პირველად რომ გადამიღეს ფილმში "რეკავენ, კარი გააღეთ". ამ როლით საერთაშორისო პრემია დავიმსახურე. 12 წლისამ გერდას როლი
- თქვენი როლი ფილმში "მიმინო", მართალია, ეპიზოდურია, მაგრამ ძალიან ცნობილი, ხოლო ფრაზა "Ларису Ивановну Хачу" ფრთიან გამონათქვამადაც კი იქცა.
- მსოფლიოს მასშტაბით, სადაც კი ჩავფრენილვარ, ყველგან ეს ფრაზა მესმის. დამინახავენ თუ არა, ყოველთვის გაისმის, "Ларису Ивановну Хачу".
"მიმინოში" რომ ვითამაშე, 24 წლის ვიყავი. სიამოვნებით ვიხსენებ იმ დღეებს. როდესაც ეს როლი შემომთავაზეს, უკვე კინოში მუშაობის საკმარისი გამოცდილება მქონდა. ამ დროისთვის უკვე კარგად ვიცნობდი და უფრო მეტიც, მტკიცედ მჯეროდა, რომ გიორგი დანელია ყველა დროის საუკეთესო რეჟისორია. მას უკვე გადაღებული ჰქონდა ჩემი აზრით მსოფლიო კლასიკა - "არ იდარდო" და წარმოიდგინეთ, ერთ დღეს ამ ფილმის რეჟისორი მირეკავს და მეუბნება, მოხარული ვიქნები, თუ ჩემს ფილმში ითამაშებთო. "ნებისმიერ დროს, ნებისმიერ როლზე", - ასე, მოკლედ ვუპასუხე. "ეს ძალიან პატარა როლია", - დამიკონკრეტა დანელიამ. "თანახმა ვარ", - ვუთხარი დიდ რეჟისორს. იხილეთ სრულად