31 დეკემბერი, 2016
53 წლის ჯორჯ მაიკლი 2017 წელს ბავშვის აყვანას გეგმავდა
გამომცემლობა The Sun ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრიტანელი მუსიკოსი, ჯორჯ მაიკლი 2017 წელს ბავშვის აყვანას გეგმავდა.

გამომცემლობის მიხედვით, ჯორჯ მაიკლი, საკუთარ პარტნიორთან, ფადი ფავაზთან ერთად ოჯახის შექმნასა და მამობაზე ოცნებობდა. აღსანიშნავია, რომ, თუ წარსულში მაიკლი ოჯახურ ცხოვრებაზე მისი სამუშაო გრაფიკის გამო უარს ამბობდა, ცოტა ხნის წინ, ეს მისთვის მთავარ პრიორიტეტად იქცა.

"ჯორჯის ოცნება იყო - გამხდარიყო მამა" - აცხადებს წყარო. მისი თქმით, მუსიკოსს ბავშვის აყვანა ან სუროგატი დედისგან გაჩენა სურდა.

ამავე ინფორმაციით, მაიკლს მხარს უჭერდა მისი
ახლო მეგობარი, ელტონ ჯონი, რომელიც პარტნიორთან, დევიდ ფერნიშთან ერთად, სუროგატი დედის მიერ გაჩენილ შვილებს ზრდის.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS