27 დეკემბერი, 2016
ჯორჯ მაიკლი ქველმოქმედებისთვის მილიონებს საიდუმლოდ ხარჯავდა
ბრიტანული ვებსაიტის ITV - ის ცნობით, ბრიტანელი მომღერალი, ჯორჯ მაიკლი ქველმოქმედებისთვის მილიონებს საიდუმლოდ ხარჯავდა.

გამომცემლობის მიხედვით, მომღერალი ძალიან გულუხვი ქველმოქმედი იყო, რომელიც სხვის დასახმარებლად ყოველთვის მზად იყო.

კერძოდ, წამყვანმა, რიჩარდ ოსმანმა twitter-ზე დაწერა, რომ პროგრამაში Deal Or No Deal ერთმა ქალმა განაცხადა, რომ მას ქირურგიული ჩარევის გზით დაფეხმძიმებისთვის 15 ათასი ფუნტი სჭირდებოდა.

"ჯორჯ მაიკლმა მეორე დღეს საიდუმლოდ დაურეკა და მას 15 ათასი ფუნტი მისცა" - წერს ოსმანი.

1997 წელს მაიკლის დედა სიმსივნით გარდაიცვალა. თითქმის 10 წლის
შემდეგ მომღერალმა, დედის დახმარებისთვის მადლიერების გაოსახატად, ლონდონში, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ექთნებისთვის უფასო კონცერტი გამართა.

გარდა ამისა, მაიკლი Childline-ში შემოწირულობებით უამრავ ბავშვს დაეხმარა. ის მხარს უჭერდა ბევრს სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს, მათ შორის - Terrence Higgins Trust და Macmillan Cancer Support..

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS