ამჯერად მსოფლიო კოლუმბიაში მიმდინარე მოვლენებმა გააოგნა. ნარკობანდა, რომელიც ქალაქ მედელინის ღარიბთა უბანს აკონტროლებს, მშობლებს ათიოდე წლის გოგონებს ართმევს და მათ ქალიშვილობას სხვა ნარკობარონებსა და ტურისტებზე ყიდის.
გოგონების გაყიდვა ონლაინ-აუქციონის რეჟიმში მიმდინარეობს. ნარკომოვაჭრეები სპეციალურ საიტს
ექსპერტების თქმით, ბანდის წევრები ღარიბი გოგონების გადაბირებას ძვირფას რესტორნებში ტარებითა და ახალი ტანსაცმლის ყიდვით ახერხებენ, შემდეგ კი ნარკოტიკებზე ''სვამენ'' .
როდესაც მსხვერპლი თავისი ქალწულობის გაყიდვაზე თანხმდება, ღარიბი უბნის მცხოვრებლებს ბანდა უცხადებს, რომ თავად იზრუნებს გოგონაზე და აღარავის ექნება მასთან მიკარების უფლება.
გარდა ამისა, გოგონების მშობლები ნარკობანდისგან ფინანსურ დახმარებასაც იღებენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაარკვიეს, ყველაზე ხშირად ასეთი გოგონები ტურისტების მსხვერპლნი ხდებიან, რომლებიც კოლუმბიაში სწორედ ბავშვებთან სექსის გამო ჩადიან.
მას მერე, რაც გოგონა ქალწული აღარ არის, როგორც წესი, ის ჩვეულებრივ მეძავად იქცევა. მედელინის პოლიციაში ამბობენ, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, სანამ მსხვერპლი თავად არ მიმართავს დასახმარებლად დასახმარებლად. ისღა დარჩენიათ, მშობლები გააფრთხილონ, რომ შვილები ასეთ ადამიანებს არ ჩაუგდონ ხელში.
არანაკლებ საგანგაშო მდგომარეობაა ტაილანდში, სადაც დაახლოებით 800 ათასი მცირეწლოვანი ბიჭუნა მეძავი ''მუშაობს''. ტაილანდელმა ფოტოგრაფმა და რეჟისორმა ომა პხანპხიროამ ამ პრობლემას სპეციალური პროექტი - ''მცირეწლოვანი'' მიუძღვნა და ფირზე აღბეჭდა ბიჭები, რომლებიც მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ქუჩაში აღმოჩნდნენ და მეძავებად იქცნენ.
მათი უმრავლესობა მრავალშვილიანი ოჯახიდანაა, 12-17 წლისანი. აქვთ ოცნებები, მიზნები, თუმცა ცხოვრების უკუღმართობამ სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლად აქცია. ერთმანეთის მაგალითით, მათ ფულის შოვნის ასეთ გზას მიაგნეს და ბევრი მათგანი სწორედ ამგვარად არჩენს მრავალშვილიან ოჯახს.
ჟურნალი ''რეიტინგი''