26 დეკემბერი, 2016
თურქი ბრედ პიტი, კივანჩ ტატლიტუგი ცოლს ეყრება - მსახიობის დედამ რძალი დღემდე არ აღიარა
თურქული კინოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობს, კივანჩ ტატლიტუგს მეუღლესთან, ბაშარ დიზერთან ურთიერთობაში კრიზისი აქვს და გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს მომავალში წყვილი ერთმანეთს დაშორდეს.

შეგახსენებთ, რომ ტატლიტუგმა და დიზერმა, 2016 წლის თებერვალში, პარიზში იქორწინეს. ქორწინების წლისთავზე მსახიობი მეუღლისთვის, საფრანგეთის დედაქალაქში 2 000 000 ევროს ღირებულების სახლის ჩუქებას გეგმავდა.

თუმცა, როგორც წყვილის ოჯახის ახლობლები გვამცნობენ, კივანჩსა და ბაშარს პირად ურთიერთობაში კრიზისი აქვს. წყაროების თქმით, მათი ცხოვრების ბედნიერი დღეები უკან დარჩა და ამის მიზეზი კივანჩ ტატლიტუგის დედაა,
რომელმაც ბაშარ დიზელი რძლად დღემდე არ აღიარა.

აღსანიშნავია, რომ მსახიობის დედა ქორწილს არ დასწრებია და თვალყურს მხოლოდ ონლაინ ტრანსლიაციით ადევნება.

თურქული წყაროების ცნობით, მსახიობის თითქმის ყველა ნათესავი, მისი მეუღლის მიმართ ცივადაა განწყობილი.

ლეა ხიმშიაშვილი

Rating
თურქი მსახიობი მშობლებთან ერთად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
**
რა თქმა უნდა დედას პრინცესა უნოდა სულ მცირე. რითია ილდირიმზე ნაკლები?
22:55 / 27-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS