პოლიციელებმა შემთხვევის ადგილზე საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.
"დიდი მწუხარებით ვადასტურებთ, რომ ჩვენი საყვარელი შვილი, ძმა და მეგობარი ჯორჯი, საკუთარ სახლში, შობა ღამეს მშვიდად გარდაიცვალა. ოჯახი ითხოვს პატივი სცენ მათ პირად ცხოვრებას ამ მძიმე დროს" - აცხადებს ვარსკვლავის წარმომადგენელი.
ჯორჯ მაიკლის მენეჯერის, მაიკლ ლიპმანის თქმით, 25 დეკემბრის დილას დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მაიკლი "საწოლში მშვიდად მწოლიარე"
მაიკლს, მთელი მისი მუსიკალური კარიერის, როგორც სოლო, ისე ჯგუფ Wham! - ში მოღვაწეობის განმავლობაში, 100 მილიონამდე ჩანაწერი აქვს გაყიდული. მისი ყველაზე პოპულარული სინგლები ხალვათ -Last Christmas, Wake me up before you go-go და დუეტი ელტონ ჯონთან, Don"t let the sun go down on me.
2011 წელს მუსიკოსმა პნევმონიის ურთულესი ფორმა გადაიტანა, რის გამოც უამრავი კონცერტი გადადო. მკურნალობისთვის ჯორჯ მაიკლი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს, რასაც შესაძლოა ხმის დაკარგვა მოჰყოლოდა.
ლეა ხიმშიაშვილი