22 დეკემბერი, 2016
მოსკოვში სტალინის შვილიშვილი გარდაიცვალა
მოსკოვში, 81 წლის ასაკში იოსებ სტალინის შვილიშვილი, ევგენი ჯუღაშვილი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას სასწრაფო დახმარების მომსახურება ავრცელებს.

ევგენი ჯუღაშვილი 1936 წლის იანვარში დაიბადა და 22 დეკემბერს გარდაიცვალა. მამამისი სტალინის უფროსი ვაჟი იაკობ ჯუღაშვილი გახლდათ.

რუსული ტაბლოიდები გვამცნობენ, რომ კომუნისტური პარტიის მხარდამჭერები დიქტატორი იოსებ სტალინის საფლავზე პორტრეტებითა და ყვავილებით მივიდნენ.

სტალინი 1879 წლის 21 დეკემბერს დაიბადა.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS