გადაცემაში "პირდაპირი ეთერი ბორის კორჩევნიკოვთან ერთად", რომელიც 7 ოქტომბერს გავიდა, მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ ვარსკვლავური წყვილისთვის სუროგატი დედა ყაზანელი ელენა შირინინა გახდა.
გადაცემის პირდაპირ ეთერში ის ჰყვებოდა როგორია იყო სუროგატი დედა და გამოტყდა, რომ იცოდა ვისთვის გააჩინა ბავშვები.
თუმცა გადაცემის გასვლიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ სინამდვილეში შირინინა ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ტყუპების სუროგატი დედა არ ყოფილა. ქალმა
"მე ამ წყვილის სუროგატი დედა არ ვყოფილვარ. სუროგატი დედა დიდი ხნის წინ, 2009 წელს ვიყავი.
პირდაპირ ეთერში მიმიწვიეს, მითხერს, რომ გამოცდილება უნდა გამეზიარებინა, ყველაფერი სხვაგვარად მოაწყვეს. ძალიან მტკივა იმის გამო, რომ ხალხს ასე მოქცევა შეუძლია.
არ მესმის ეს რაში დასჭირდათ. ადგნენ და ერთი ხელის მოსმით ცხოვრება დამინგრიეს!" - იტყობინება შირინინა.
ლეა ხიმშიაშვილი