21 დეკემბერი, 2016
კონსტანტინე მელაძის 12 წლის ქალიშვილის დებიუტი სცენაზე - რატომ ასმენინებს ქალიშვილი მამას ჯასტინ ბიბერს
ცნობილი პროდიუსერისა და კომპოზიტორის, კონსტანტინე მელაძის 12 წლის ქალიშვილს, ლია მელაძეს, უკრაინის ნაციონალური ოპერის სცენაზე დებიუტი ჰქონდა.

ვარსკვლავის მემკვიდრემ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ვოკალითაა დაკავებული, ჯგუფ MBAND-თან ერთად შეასრულა სიმღერა "ის დაბრუნდება". ჯგუფის პროდიუსერი სწორედ კონსტანტინე მელაძე გახლავთ.

ბენდის ბიჭებმა განაცხადეს, რომ ლიასთან ერთად იმღერეს არა მისი ვარსკვლავი მამის გამო, არამედ იმიტომ, რომ გოგონა ნამდვილად ნიჭიერია.

ლია გამოტყდა, რომ მომღერლობა სურს და უყვარს პოპ-მუსიკა. მისი თქმით მამას ასწავლა, მასთან ერთად ჯასტინ ბიბერის, ბიონსესა და ბრუნო
მარსის მოსმენა.

ლეა ხიმშიაშვილი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS