20 დეკემბერი, 2016
ნატალია ორეირომ თავის კარიერაში ყველაზე თამამი კლიპი წარმოგვიდგინა
39 წლის ასაკში, ურუგვაელ მსახიობსა და მომღერალს, ნატალია ორეიროს, რომელიც მაყურებელმა სერიალით "ველური ანგელოზი" ძალიან შეიყვარა, საკუთარი სხეულით თავის მოწონება კვლავ შეუძლია.

თავის ახალ კლიპში "Corazón Valiente ნატალია სწორედ ამითაა დაკავებული, რასაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ყველაზე სექსუალური და თამამი კლიპი მის კარიერაში.

კლიპში მოქმედება მატარებელში მიმდინარეობს, სადაც ნატალია ორეირო ერთდროულად რამდენიმე მაცდურ სამოსში გვევლინება - ტყავის ბოდედან, თამამი კაბით ღრმა დეკოლტეთი. მომღერალი ნავარჯიშები ბიჭების ჯგუფთან და მომხიბვლელ გოგონებთან ერთად ცეკვავს.

ცნობილია, რომ კლიპის გადაღებები ბუენოს-აირესში,
რაულ სკალაბრინი ორტიზას რკინიგზის ნაციონალურ მუზეუმში გაიმართა.

ლეა ხიმშიაშვილი


RatingRatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS