23 ოქტომბერი, 2013
მერიემ უზერლი: ''იმიტომ გავიქეცი, რომ ბავშვი გადამერჩინა''
პოპულარობა კი ''დიდებულმა საუკუნემ'' მოუტანა, რომელშიც ცნობილი ისტორიული პერსონაჟის, როქსალანას განსახიერებამ მოუწია ''დიდებული საუკუნის'' ვარსკვლავმა პროექტის დატოვების მიზეზები გაამხილა. როგორც ცნობილი იყო, თურქული სერიალის გერმანელი ვარსკვლავი, 30 წლის მერიემ უზერლი წელს მაისში გადასაღები მოედნიდან გაუჩინარდა და მას მერე პროექტს აღარც დაბრუნებია.

მიზეზად გამოაცხადა, ''გადავიწვიო'' . ასე რომ, ბოლო სერიაში ჰიურემი სხვა მსახიობმა განასახიერა.

განაწყენებული ფანები მზად იყვნენ, პროდიუსერი შუაზე გაეგლიჯათ, ან კიდევ მერიემის ბოიფრენდი, თურქი ბიზნესმენი - ჯან ატეში, ასეთ მდგომარეობამდე რომ მიიყვანეს ქალი. მერიემი
დიდხანს დუმდა, მერე კი ალაპარაკდა. აღმოჩნდა, რომ მსახიობის ამგვარი საქციელის მიზეზი ორსულობა იყო.

- ამ ნაბიჯით ჩემს კარიერას ჯვარი დავასვი, მაგრამ ბავშვი ავირჩიე. სხვათა შორის, ამ ბავშვს სრულიად არ ვგეგმავდი, - აღიარა მსახიობმა, რომელიც ოთხი თვის ორსულია. ისიც გაამხილა, რომ სამი თვის წინ თავის მოკვლაც კი სცადა - არადა, ზუსტად იმ პერიოდში მერიემი ანტალიაში საუკეთესო დრამატულ მსახიობად აღიარეს.

- დაჯილდოების მერე სასტუმროს ნომერში მივედი და... ჯილდო დავამსხვრიე. მინდოდა, აივნიდან გადმოვმხტარიყავი და ყველაფრისგან გავთავისუფლებულიყავი.

დეპრესია არა მხოლოდ დაღლილობის ბრალი იყო, არამედ საყვარელ ადამიანთან გართულებული ურთიერთობების. როგორც ჩანს, ჯანი იშვიათი არამზადა გამოდგა - როცა გაიგო, რომ მერიემი ორსულად იყო, მიატოვა.

- არ ვგეგმავდი ბავშვს და სერიალის მეოთხე სეზონში უნდა მეთამაშა. მაგრამ ასე მოხდა. როცა ჯანმა შეიტყო ამის შესახებ, მარწმუნებდა, აბორტი გამეკეთებინა.

ჯანს ორი შვილი ჰყავს, მესამე არ სჭირდებოდა. მერიემს უმტკიცებდა, რომ როგორც კი მისი ორსულობის შესახებ შეიტყობდნენ, პროდიუსერები კონტრაქტის დარღვევის გამო გააძევებდნენ.

- მაგრამ მე ვერ შევძელი ბავშვის მოკვლა, ამიტომაც გავიქეცი შინ, - ამბობს მსახიობი, - სახლი ვიყიდე ბერლინში. ისედაც ბევრი ვანერვიულე ბავშვი ჩემი ნეგატიური ემოციებით და აღარ მინდა, საკმარისია.

თუმცა მინდა, სერიალის მილიონობით თაყვანისმცემელს ბოდიში მოვუხადო. ნუ იღელვებენ, მაინც დიდხანს არ მომიწევდა თამაში მეოთხე სეზონში, სიუჟეტის მიხედვით, სულთანი ჰიურემი ასაკოვანი ქალია და პროდიუსერი ამბობდა, რომ ახალი მსახიობის შეყვანას აპირებდნენ, უფრო ასაკოვნის. ჰიურემი აღარ ვარ, ისევ ვარ უბრალოდ მერიემ უზერლი.

ცნობისათვის, მერიემი 1983 წლის 12 აგვისტოს არის დაბადებული გერმანიაში, თურქი მამისა და გერმანელი დედის ოჯახში. კარიერა გერმანიაში დაიწყო, თეატრში თამაშობდა, ასევე გერმანულ მოკლემეტრაჟიან ფილმებში. პოპულარობა კი ''დიდებულმა საუკუნემ'' მოუტანა, რომელშიც ცნობილი ისტორიული პერსონაჟის, როქსალანას განსახიერებამ მოუწია.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
თამთა
აქ რაც წერია ყველაფერი სიცრუეა საიდან მოიტანეთ ამდენი რამ ??
11:53 / 29-03-2014
გამოხმაურება / 0 /
გვანცა
ძალიან მიყვარს ჰიურემი ის ჩემი ყველაზე საყვარელი მსახიობია და ასე დარჩება ყოვველთვის
22:11 / 06-03-2014
გამოხმაურება / 0 /
თამთა
ჰიურემი მართლაც ძაან მაგარი მსახიობია და მინდა სხვა სერიალებშიც ვიხილოო, რადგან ის ძალიან კარგად ასრულებს როლს!!
17:42 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ჰიურემი მთავარი და ყველაზე ხალისიანი პერსონაჟია როგორ უნდა ჩაანაცვლოს სხვამ!
13:23 / 27-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ალექსი
ძალიან მომწონს ეს მსახიობი ქალი და რაც კინოდან გავიდა აგარა ისე საინტერესო ჩემთვის სამტრედია დავიტ აგმასჰენებლის ქუცჰა კიროვი
21:16 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დატო
მე ძალიან მომწონს ეს სერიალი ამ მსახიობზე კი ვაბოდებ
21:13 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატუკა
ფიოს გამო მიზიდავდა ეს სერიალი....გემრიელად ტამაშობდა:(
17:28 / 04-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
კარგი მსახიობია
18:36 / 01-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გოგა
მაგარი კინო მსახიობები მაგრები არიან მარტლა მიხვარს ეს კინო
14:27 / 01-12-2013
გამოხმაურება / 0 /
კახა
მაგარი გოგოა.ვაფრენ
16:11 / 28-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS