23 ოქტომბერი, 2013
მერიემ უზერლი: ''იმიტომ გავიქეცი, რომ ბავშვი გადამერჩინა''
პოპულარობა კი ''დიდებულმა საუკუნემ'' მოუტანა, რომელშიც ცნობილი ისტორიული პერსონაჟის, როქსალანას განსახიერებამ მოუწია ''დიდებული საუკუნის'' ვარსკვლავმა პროექტის დატოვების მიზეზები გაამხილა. როგორც ცნობილი იყო, თურქული სერიალის გერმანელი ვარსკვლავი, 30 წლის მერიემ უზერლი წელს მაისში გადასაღები მოედნიდან გაუჩინარდა და მას მერე პროექტს აღარც დაბრუნებია.

მიზეზად გამოაცხადა, ''გადავიწვიო'' . ასე რომ, ბოლო სერიაში ჰიურემი სხვა მსახიობმა განასახიერა.

განაწყენებული ფანები მზად იყვნენ, პროდიუსერი შუაზე გაეგლიჯათ, ან კიდევ მერიემის ბოიფრენდი, თურქი ბიზნესმენი - ჯან ატეში, ასეთ მდგომარეობამდე რომ მიიყვანეს ქალი. მერიემი
დიდხანს დუმდა, მერე კი ალაპარაკდა. აღმოჩნდა, რომ მსახიობის ამგვარი საქციელის მიზეზი ორსულობა იყო.

- ამ ნაბიჯით ჩემს კარიერას ჯვარი დავასვი, მაგრამ ბავშვი ავირჩიე. სხვათა შორის, ამ ბავშვს სრულიად არ ვგეგმავდი, - აღიარა მსახიობმა, რომელიც ოთხი თვის ორსულია. ისიც გაამხილა, რომ სამი თვის წინ თავის მოკვლაც კი სცადა - არადა, ზუსტად იმ პერიოდში მერიემი ანტალიაში საუკეთესო დრამატულ მსახიობად აღიარეს.

- დაჯილდოების მერე სასტუმროს ნომერში მივედი და... ჯილდო დავამსხვრიე. მინდოდა, აივნიდან გადმოვმხტარიყავი და ყველაფრისგან გავთავისუფლებულიყავი.

დეპრესია არა მხოლოდ დაღლილობის ბრალი იყო, არამედ საყვარელ ადამიანთან გართულებული ურთიერთობების. როგორც ჩანს, ჯანი იშვიათი არამზადა გამოდგა - როცა გაიგო, რომ მერიემი ორსულად იყო, მიატოვა.

- არ ვგეგმავდი ბავშვს და სერიალის მეოთხე სეზონში უნდა მეთამაშა. მაგრამ ასე მოხდა. როცა ჯანმა შეიტყო ამის შესახებ, მარწმუნებდა, აბორტი გამეკეთებინა.

ჯანს ორი შვილი ჰყავს, მესამე არ სჭირდებოდა. მერიემს უმტკიცებდა, რომ როგორც კი მისი ორსულობის შესახებ შეიტყობდნენ, პროდიუსერები კონტრაქტის დარღვევის გამო გააძევებდნენ.

- მაგრამ მე ვერ შევძელი ბავშვის მოკვლა, ამიტომაც გავიქეცი შინ, - ამბობს მსახიობი, - სახლი ვიყიდე ბერლინში. ისედაც ბევრი ვანერვიულე ბავშვი ჩემი ნეგატიური ემოციებით და აღარ მინდა, საკმარისია.

თუმცა მინდა, სერიალის მილიონობით თაყვანისმცემელს ბოდიში მოვუხადო. ნუ იღელვებენ, მაინც დიდხანს არ მომიწევდა თამაში მეოთხე სეზონში, სიუჟეტის მიხედვით, სულთანი ჰიურემი ასაკოვანი ქალია და პროდიუსერი ამბობდა, რომ ახალი მსახიობის შეყვანას აპირებდნენ, უფრო ასაკოვნის. ჰიურემი აღარ ვარ, ისევ ვარ უბრალოდ მერიემ უზერლი.

ცნობისათვის, მერიემი 1983 წლის 12 აგვისტოს არის დაბადებული გერმანიაში, თურქი მამისა და გერმანელი დედის ოჯახში. კარიერა გერმანიაში დაიწყო, თეატრში თამაშობდა, ასევე გერმანულ მოკლემეტრაჟიან ფილმებში. პოპულარობა კი ''დიდებულმა საუკუნემ'' მოუტანა, რომელშიც ცნობილი ისტორიული პერსონაჟის, როქსალანას განსახიერებამ მოუწია.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
ნატა
მერიემ უზერლი მალე დაბრუნდება ბოლოო სერიებსჰიიი
11:45 / 07-06-2014
გამოხმაურება / 0 /
სალი უსტიაშვილი
მერიემ საუკეტესო ხარ ვაფრენ შენზე!
12:09 / 22-05-2014
გამოხმაურება / 0 /
სალი უსტიაშვილი
იცით რა? მერიემი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის ვერავინ აჯობებს მას ვერც ჯანსუ ვერც ნური ვერც სელმა და მითუმეტეს ვაჰიდე ! ! ! მერიემი ჩემი გოგო ხარ შენ მაინც პოპულარული ხარ! კიდევ მეტად შემაყვარე თაბი რათა კარიერას ლარა არჩიე ვგიჯდები მერიემ ჩემი გული ცხოვრების აზრი ხარ არ ვიცი დანარცჰენები რას ფიქრობენ! მერიემ მე შენთან ვარ ფიზიკურად თუ არა სულიერად! არ დაგივიწტებ ჩემთვის შეუდარებელი საგანძური ხარ ვგიჯდები და ჩემი ლამაზი სიზმარი ხარ! ყველაზე მეტადმიყვარხარ მსახიობთა შორის! გთხოვთ ნუ შეადარებთ ჯანსუს სელენ სელმას ნურს მერვეს იმიტო რო ყველას ჯობს აზრი არააქ! მუდამ შენთან (სალი)
21:14 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თონიკო
აუ მაგარი უაზრობა გახდა ეს პილმი ვერ ასრულებს ეგ ქალი მერიემი მაინც სულ სხვა იყოოოო და სჰემოიყვანონ ისევ ვიტომ სჰეესჰალათ და სხვ მოიყვანა ბალიბეიმ და ამანაც სულტნად გაასაგა თავიიი დაააბრუნეტ რაააააა ტორე რეიტინგი დაკარგა ამ კინომმმმ
11:25 / 10-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ანუკი
მერიემ უზერლი რომ წავიდა ძალიან მეწყინა და ძალიან მინდა დაბრუნდეს რადგან მის გარეშე ეს სერალი არაფერი არ არის მერიემი ძალიან მიყვარს და მენატრებაააააააააა
10:30 / 24-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ანანო
რატომ წავიდა ნეტავ მეწყინა ძალიან მომენატრება
19:20 / 22-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ძალიან მეწყინა რომ წავიდა მერიემ უზერლი და მინდა დაბრუნდეს რადგან ძალიან მომენატრაააა
16:26 / 21-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ძალიან ვიდარდე რატო წავიდა ძაან მიყვარდა
13:06 / 20-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ვერ წარმომიდგინენია მერიემის ფილმიდან წასვლის შემდეგ როგორ ვუყურო ამ ფილმს. გული დამწყდა ძალიან.
22:49 / 18-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ქრისტინე
ჰიურემი თუ წავა ამ სერიალს აღარ ვუყურებ. ჰიურემი ჩემი საყვარელი მსახიობია! (L)
19:05 / 04-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS