16 დეკემბერი, 2016
ბრედლი კუპერმა ირინა შეიკს ქეით მიდლტონის მსგავსი ნიშნობის ბეჭედი აჩუქა
წყაროების ცნობით ირინა შეიკი და მსახიობი, ბრედლი კუპერი დაინიშნენ. ამაზე შეიკის თითზე ნიშნობის ბეჭდის გამოჩენაც მიანიშნებს.

"ბრედლიმ ყოველგვარი აფიშირების გარეშე, ირინას საიდუმლოდ სთხოვა ხელი, როგორც კი მისი ფეხმძიმობის ამბავი გაიგო. თუმცა შეიკი საზოგადოებაში ყოფნისას ბეჭედს არ ატარებს, რადგან მათ სურთ ეს საიდუმლო რაც შეიძლება დიდხანს შეინახონ" -ამბობს წყარო.

ბეჭედი ფოტოობიექტივში მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა: შეიკი ლოს-ანჯელესში, მსახიობის სახლიდან გამოდიოდა და ბეჭდის დემონსტრირება შემთხვევით მოახდინა. მედიამ ბეჭდის, ქეით მიდლტონის ბეჭედთან მსგავსება აღნიშნა, განსხვავება მხოლოდ თვალის
ფერშია. კემბრიჯის ჰერცოგინიას ბეჭდის ქვა ლურჯი, ტოპ-მოდელის კი მწვანეა. ნებისმიერ შემთხვევაში, კუპერისა და შეიკის წარმომადგენლები ამ ამბავზე კომენტარს არ აკეთებენ.

Rating






პირველად შეიკის ფეხმძიმობის ამბავი ოქტომბერში გავრცელდა. ხოლო ვიქტორია სეკრეტის პარიზის შოუზე მისმა გამოჩენამ ყველა ჭორი გააქარწყლა და დამტკიცდა, რომ 30 წლის მოდელი მართლაც ფეხმძიმედაა. ცნობებით ირინა 3-4 თვის ორსულია და თითქმის ბოლო თვემდე აპირებს მუშაობას.

გასულ დღეებში, პრესამ ასევე აღნიშნა, რომ ვარსკვლაური წყვილი პირველ შვილს, კუპერის მამის საპატივსაცემოდ, მის სახელს, ჩარლზს არქმევენ, ხოლო თუ გოგონა დაიბადება - ჩარლის.

შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი, რომელიც მოდელზე 11 წლით უფროსია, შეხვედრა გასულ გაზაფხულს დაიწყეს. იმ პერიოდში შეიკი კრიშტიანუ რონალდუს, კუპერი კი მოდელ სიუკი უოტერჰაუსს დაშორდა.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS