15 დეკემბერი, 2016
ვლადიმირ პუტინი მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პირად დასახელდა
რუსეთის პრეზიდენტმა Forbes-ის რეიტინგებში წამყვანი ადგილი მეოთხედ დაიკავა.

ჟურნალ Forbes-ს მიერ შედგენილ სიაში ვლადიმირ პუტინი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პირია. გამომცემლობა შეგვახსენებს, რომ პუტინი ამ სიაში მოწინავე ადგილს პირველად არ იკავებს.

"ყველაზე გავლენიან პირად აღიარებული რუსეთის პრეზიდენტი აკეთებს ისე, რომ რუსეთი დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მომხდარ ყველა მოვლენაზე ზემოქმედებს. როგორც საკუთარ სამშობლოში, ასევე სირიაში, პუტინი აგრძელებს მიიღოს ის, რაც სურს" - საკუთარ არჩევანზე კომენტარს აკეთებს რედაქცია.

სიაში, რომელშიც 74 ადამიანი შედის, პოლიტიკოსებიდან დაწყებული, ინვესტორებით დამთავრებული, ასევე მედიამაგნატებიდან,
რელიგიურ მოღვაწეებამდე, კიდევ ერთი რუსი შევიდა - მეწარმე ალიშერ უსმანოვი, რომელიც 58-ე ადგილზე მოხვდა. ლიდერების სამეულში, ვლადიმირ პუტინის გარდა, შედიან აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი.

ათეულში შევიდნენ ინდოეთისა და ჩინეთის ლიდერები, მეწარმეები - ბილ გეიტსი, ლარი პეიჯი, რომის პაპი ფრანცისკი, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის უფროსი ჯანეტ იელენი. ტოპ-ათეულს ხურავს სოციალური გვერდის, Fაცებოოკ-ის შემქმნელი, მარკ ცუკენბერგი. საინტერესოა ისიც, რომ აშშ-ს უკვე ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა სიაში 48-ე პიზიციას იკავებს.

რაც შეეხება ვლადიმირ პუტინს, რუსეთის პრეზიდენტი ერთი კვირის წინ, მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პირად დასახელდა, ჟურნალ Time-ის მკითხველთა გამოკითხვის შედეგადაც. პუტინის შემდეგ, ეს წოდება მიიღეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, ბარაკ ობამამ,  WikiLeaks-ის დამაარსებელმა, ჯულიან ასანჟმა და დონალდ ტრამპმა. თავად Time-ის რედაქციამ წლის ადამიანად დონალდ ტრამპი დაასახელა.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS