14 დეკემბერი, 2016
69 წლის სოფია როტარუ მოტოციკლზე დაჯდა და უჭკნობი სილამაზით მოიწონა თავი
სოფია როტარუს ვაჟმა, რუსლან ევდოკიმენკომ საკუთარ ინსტაგრამგვერდზე თაყვანისმცემლებს ფოტო გაუზიარა.

ფოტოზე 69 წლის მომღერალი, სოფია როტარუ თეთრ პერანგსა და ჯინსებში, მოტოციკლზე მომჯდარი პოზირებს. როტარუმ უჭკნობი სილამაზის დემონსტრირება მოახდინა.

გვერდის გამომწერები ვარსკვლავის გარეგნობამ აღაფრთოვანა: "რა ლამაზია სოფია", "სოფია, როგორც ყოველთვის ყველაზე ლამაზია", "აღფრთოვანებას ვერ ვმალავ", "სოფია გაკვირვებასა და გახარებას კვლავ ახერხებს", "სოფია ნამდვილი ბაიკერი გვყავს" - წერენ სოც.ქსელის მომხმარებლები.

ლეა ხიმშიაშვილი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS