14 დეკემბერი, 2016
მშობიარობის დროს ყველა ქალი ყვირის, მაგრამ ის, რაც 21 წლის გოგონამ გააკეთა ექიმებს არასდროს დაავიწყდებათ
ამერიკელი ტომიტრის კოლინსი 21 წლის ასაკში დაფეხმძიმდა. გოგონა შეყვარებულს მალევე დაშორდა, რადგან მან ბავშვზე უარი განაცხადა. მიუხედავად ამისა, გოგონას სახიდან ღიმილი არ მოსშორებია, რადგან წინ დედობა ელოდა - განა ეს ბედნიერება არ არის? თუნდაც მარტოხელა დედობა. ტომიტრისს ყოველთვის უნდოდა, რომ შვილისთვის მაგალითი ყოფილიყო.

გოგონას ტკივილი ყოველ 3 წუთში უმეორდებოდა, მაგრამ ახალგაზრდა სტუდენტი ამან ვერ შეაჩერა. ისე მოხდა, რომ მშობიარობა ფსიქოლოგიის გამოცდას დაემთხვა. მსგავსი ონლაინ ტესტების გადაბარება აშშ-ში დაუშვებელია - ან ახლა, ან არასდროს. თუ ვერ
ჩააბარებ, ვერც კვალიფიკაციას მიიღებ.

ტომიტრისი მთელი ძალებით ცდილობდა, ტკივილებს გამკლავებოდა და კონცენტრაცია მთლიანად გამოცდებზე გადაეტანა.

Rating


ამ ფოტომ მთელი ინტერნეტი ხანძარივით მოიცვა. ახალგაზრდა გოგონას გამძლეობა შესაშურია.
"მე ახალგაზრდა დედა ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი დედა ვარ. ბავშვით ხელშიც კი შეგიძლია მიაღწიო შენთვის სასურველს" - ეს ამ ახალგაზრდა გოგონას გზავნილია.

ახლა დიპლომითა და კვალიფიკაციით, კოლინსი თავს მთლიანად თავის პატარას უძღვნის და ცხოვრების ყველა მომენტით ტკბება.

გასაოცარია, რამდენად ძლიერია ახალგაზრდა გოგონა. უდავოა, რომ ის აუცილებლად იქნება მაგალითი საკუთარი შვილისთვის.

ლეა ხიმშიაშვილი
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS