მიუხედავად იმისა, რომ რუს მოდელსა და მის პარტნიორს ფეხმძიმობის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, ირინა შეიკის "საინტერესო მდგომარეობას" დასავლური მედია აქტიურად განიხილავს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარსკვლავურმა წყვილმა ბავშვის სქესი უკვე გაიგო.
ზოგიერთი წყაროები ამტკიცებენ, რომ ბოლო დროს მოდელი კუპერის დედას - გლორია კამპანოს ძალიან დაუახლოვდა.
"ირინა და გლორია ერთმანეთს
აღსანიშნავია, რომ დროის უმეტეს ნაწილს წყვილი ახლა კალიფორნიაში, კუპერის სახლში ატარებს. თუმცა, ფეხმძიმობის მიუხედავად, ირინა კვლავ აქტიურად მოგზაურობს, მონაწილეობს სხვადასხვა ჩვენებებსა და გადაღებებში.
ლეა ხიმშიაშვილი