ფილადელფიელი დედა ცხიმიან და ტკბილ საკვებში შეურაცხყოფისგან თავის დაღწევის გზას, შვებას ეძებდა, რასაც ყოველდღიურად იღებდა. როგორც ბევრი სხვა, ალვინა ამ ურთიერთობისგან თავის დაღწევის ძალას ვერ პოულობდა.
როცა ალვინამ მაქსიმუმს, 124 კგ-ს მიაღწია, პარტნიორმა მას "მსუქანი ნაგავი" უწოდა, რომელიც ვერასდროს შეძლებს გახდომას და ვერც სხვა მამაკაცს იპოვის.
ზეწოლის, პრედიაბეტისა და გაღიზიანების ფონზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა.
მაგრამ 2009
ის მიხვდა, რომ რაღაც უნდა შეეცვალა, თანაც რაც შეიძლება სწრაფად. მას შვილები ჰყავდა, რომლებიც მასზე იყვნენ დამოკიდებული.
ალვინამ არა მხოლოდ მისი გამაღიზიანებელი პარტნიორი, არამედ მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.
ქალმა დიეტა დაიცვა და როცა ძალიან უჭირდა, თავს ყოფილი მეგობარი მამაკაცის სიტყვებს ახსენებდა -"შენ სასურველი არავისთვის იქნები".
ალვინამ 60 კგ დაიკლო.
როცა გამხდარი ალვინა შემთხვევით ყოფილი პარტნიორის დედას შეხვდა, ქალი მისმა ახალმა იმიჯმა გააოგნა.
ამბავი მალე გავრცელდა და ალვინას ყოფილმა მეგობარმა მამაკაცმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, მაგრამ ალვინამ მას კატეგორიული უარი ურთხრა.
ახლა, როცა ის საშას მიჰყვება ცოლად, ბედნიერია, რადგან მამაკაცი მას ძალიან უფრთხილდება.
როგორც იტყვიან - კარგად იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის!
ალვინა ყველას მიმართავს:
"მინდა ყველამ იცოდეს, რომ ყოველთვის შეგიძლიათ ცხოვრება თავიდან დაიწყოთ! ვალდებული არ ხართ ერთ ადგილზე გაჩერდეთ. საკუთარი სხეულისა და ცხოვრების მართვა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ!"
ლეა ხიმშიაშვილი