13 დეკემბერი, 2016
ბექჰემები ლოს-ანჯელესის ყველაზე ძვირადღირებულ სასახლეში გადადიან - სახლს 123 ოთახი აქვს
ვიქტორია და დევიდ ბექჰემებმა ახალი უძრავი ქონების შეძენა გადაწყვიტეს. ფეხბურთელი და მისი ცოლი ლოს-ანჯელესში ყველაზე ძვირადღირებულ სასახლეში გადადიან, რომლის ღირებულება 201,5 მილიონი დოლარია. სასახლის საერთო ტერიტორია 18,6 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. სახლს 123 ოთახი აქვს, მათგან 14 საძინებელი და 27 სააბაზანოა. შენობის ტერიტორიაზე არის აუზი, ჩოგბურთის კორტები, ბოულინგი, სპორტული დარბაზი და საცეკვაო კლასი.

წყაროების ცნობით, ბოლო პუნქტმა ვიქტორია განსაკუთრებით მოხიბლა, რადგან ცოტა ხნის წინ, მათი ქალიშვილი ჰარპერი ბალეტით დაინტერესდა, ამიტომ გოგონას შესაძლებლობა მიეცემა, ბალეტის გაკვეთილები
საკუთარ სახლში, მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს გაიაროს.

გარდა ამისა, სასახლის ტერიტორიაზე ოთხი ორმაგი ავტოფარეხია და სადგომი 100 მანქანაზეა გათვლილი.

აღსანიშნავია, რომ წინა საცხოვრებელ სახლს, რომელიც ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ უბანში ბელ-ეირზე მდებარეობს, ბექჰემები 30,2 მილიონ დოლარად ყიდიან.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
დათო
....ბაზის ბანკში))))
22:15 / 13-12-2016
გამოხმაურება / 0 /
:)
კრედიტი აიღეს ალბათ
18:45 / 13-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS