13 დეკემბერი, 2016
ბურაქ ოზჩივიტისა და ფაჰრიე ევჯენის ქორწილის თარიღი დასახელდა
თურქული კინოს ყველაზე ლამაზი წყვილი ბურაქ ოზჩივიტი და ფაჰრიე ევჯენი, რომელთა რომანი სერიალის "ნარჩიტა" გადაღებებზე, 3 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, ოჯახის შექმნისთვის ემზადებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილი სერიალის "შენი ზოდიაქოს ფერი" დასრულებისთანავე შედგება. სერიალში მთავარ როლს ბურაქ ოზჩივიტი ასრულებს. გადაღებების დასრულება კი მომავალი წლის ზაფხულის დასაწყისში იგეგმება. ქორწილი კი 2017 წლის ივლისში გადაწყდა.

უახლოეს დროში საქმროს მშობლები გერმანიაში გაემგზავრებიან, სადაც ფაჰრიეს ოჯახს მის ხელს სთხოვენ. მსახიობების ნიშნობაც იქ შედგება.

ლეა ხიმშიაშვილი

Rating
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS