ცოლ-ქმრის უთანხმოების მიზეზად, ჯორჯ ქლუნის შვილების ყოლის აბსოლუტური უარყოფაა. ჟურნალისტების ცნობით, ჯორჯი დაიღალა ცოლის გაუთავებელი წუწუნით, რომელიც დაფეხმძიმებას ვერაფრით ახერხებს. მას აღიზიანებს ამალის დაჟინებული სურვილი გახდეს დედა, თავად მსახიობს კი სურვილი აქვს გვერდით ჰყავდეს თანამგზავრი, რომელსაც შეუძლია ბავშვების ყოლის გარეშე დატკბეს ცხოვრებით.
წყაროები
შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ქლუნმა გახმაურებული რომანების დროს - სინდი კროუფორდთან, ჯულია რობერტსთან, სტეისი კიბლერთან და კელი პრესტონთან, არაერთხელ დაადასტურა, რომ ოჯახი არ სურდა.
მისი გადაწყვეტილების რადიკალურად შეცვლა კი მხოლოდ იურისტმა ლამაზმანმა - ამალ ალამუდდინმა შეძლო. ამჯერად მომხიბვლელ ბრიტანელს, რომელიც არაერთხელ მოხვდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და მოდურ ცნობილებს შორის, სასამართლოში სკანდალური განქორწინების საქმეში, პირადი ინტერესების დაცვა მოუწევს.
ლეა ხიმშიაშვილი
წყარო