09 დეკემბერი, 2016
73 წლის მიკ ჯაგერი მამა მერვედ გახდა
როკ ჯგუფის The Rolling Stones ლიდერი, მიკ ჯაგერი, რომელსაც ივლისში 73 წელი შეუსრულა, მამა მერვედ გახდა.

ეს ჯაგერისა და მისი 29 წლის მეგობარი გოგონას, ბალერინა, მელანი ჰემრიკის პირველი საერთო შვილია.  წყვილი  ბიჭის მამა გახდა. მომღერალს გოგონასთან ურთიერთობა 2014 წლიდან აქვს. მელანის ფეხმძიმობის ამბავი კი ივლისში გახდა ცნობილი.

მიკ ჯაგერი 5 სხვადასხვა ქალისგან, 8 შვილის მამაა. მას ასევე ჰყავს 5 შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი. მუსიკოსი ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ, მსახიობ ბიანკა ჯაგერზე იყო დაქორწინებული, მათი ქორწინება 7
წელს გაგრძელდა.

ლეა ხიმშიაშვილი

3649CAB300000578-3691150-image-a-47_1468542177961

3649CAB700000578-3691150-image-a-11_1468539154658
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS