11 წელია, დაქორწინებულია, ჰყავს 4 ქალიშვილი და ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს. ეს ჩემი მეხუთე შეხვედრაა მეტთან, ამჯერად - ლას-ვეგასში, მაგრამ როცა შევხვდი, ისეთი დაღლილი იყო, არც კი უცდია ამის დამალვა, ამიხსნა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 6 ქვეყანაში მომიწია გადაფრენამ, რაც, ასაკის მატებასთან ერთად,
- ნოემბერში ეკრანებზე გამოვიდა სურათი Monchester by the Sea, რომლის პროდიუსერიც შენ ხარ, ცნობილია, რომ შენ უნდა გეთამაშა მთავარი როლიც...
- დია, ასეა, მაგრამ რადგან ამ ფილმის გადაღებებები The Martian-ის გადაღებებს დაემთხვა, გადავწყვიტე, ეს როლი ჩემი საუკეთესო მეგობრის ძმისთვის, კეის აფლეკისთვის დამეთმო. დარწმუნებული ვიყავი, რომ გაართმევდა თავს და მართლაც ბრწყინვალედ ითამაშა. როცა ჩემი შვილები გაიზრდებიან და ამ ფილმს ნახავენ, ვეტყვი: ეს არის ის, რაც მამათქვენმა გააკეთა მაშინ, როცა თავის პროფესიაში განსაზღვრულ დონეს მიაღწია. როგორც პროდიუსერი, ამ ნამუშევრით ძალიან ვამაყობ.
-რა პრინციპით ირჩევ როლებს?
- ჩემთვის, პირველ რიგში, რეჟისორია მნიშვნელოვანი. კარგ რეჟისორთან მეტია კარგი კინოს გადაღების შანსი. 15 წელია, ამ პრინციპისთვის არ გადამიხვევია.
- კარგი როლისთვის რაზე ხარ წამსვლელი?
- ბევრ რამეზე, მაგრამ მთავარია, ამან ჩემს ჯანმრთელობას არ ავნოს. თუ ფილმში რომელიმე სცენა სარისკოა, მირჩევნია, პროფესიონალმა შეასრულოს.
- ცნობილია, რომ გამოკვეთილი პოლიტიკური პოზიცია გაქვს, რასაც ხშირად ახსენებ ინტერვიუებში, რატომ არ იყენებ ამისთვის სოციალურ ქსელებს?
- დატვირთული ცხოვრება მაქვს. მირჩევნია, მეტი დრო ოჯახთან ერთად გავატარო. მეგობრებს ვერც ვნახულობ, სოციალური ქსელები კი დიდ დროს მოითხოვს, ამას ემატება ზედმეტი ყურადღება ჩემ მიმართ, როცა გწერენ, უნდა უპასუხო... ამისთვის კი დრო არ მრჩება.
- წლებთან ერთად რა გამოგდის უფრო ადვილად და რა - უფრო რთულად?
- უკვე 46 წლის ვარ, ამიტომაც არც ისე ადვილია, ძველებურად საათობით ვივარჯიშო სპორტდარბაზში, თუკი ამას ჩემი როლი მოითხოვს... არადა, მოითხოვს...
იხილეთ სრულად