08 დეკემბერი, 2016
ვალერი მელაძე და ალბინა ჯანაბაევა დაქორწინდნენ
მელაძესა და ჯანაბაევას უკვე ორი საერთო შვილი ჰყავს, თუმცა თაყვანისმცემლებს ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ გააფორმა თუ არა წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად. ალბინა ჯანაბაევას უსახელო თითზე ბეჭედიც შენიშნეს, მაგრამ ნიშნავს, თუ არა ეს იმას, რაც ყველას სურს?

როგორც იქნა, ანდრეი მალახოვის გამომცემლობამ "СтарХит" მოულოდნელად სიმართლე გაამხილა.

ექსკლუზიურ სიახლეზე ახლად დაქორწინებულებისთვის მტრედების გამყიდველმა ისაუბრა. ის ესწრებოდა ქეთა თოფურიას, ვალერიას, ხარლამოვისა და ასმუსის, ლერა კუდრიავცევას ქორწილებს. მის მომსახურებას ყველა სიხარულით იღებდა და მტრედებს ყიდულობდნენ, მხოლოდ ვალერი მელაძის ქმედება იყო
ყველაზე საეჭვო და გასაკვირი ამაში არაფერია.

"ორი წლის წინ მათ დღესასწაულზე სტუმრები თითქმის არ იყვნენ, მხოლოდ რამდენიმე მეგობარი გახლდათ. აშკარა იყო, რომ მელაძეს ყურადღების მიქცევა არ სურდა. შენობაში გვერდიდან შევიდა. გადავწყვიტე ახლოს არ მივსულიყავი, უბრალოდ შორიდან ვუმზერდი.

ვალერიმ უნდობლად შემომხედა და მეგობრებს რაღაც უთხრა. ხელის მოწერის შემდეგ მაშინვე გასასვლელისკენ წავიდნენ, ვალერიმ ფეხს აუჩქარა, ალბინასთან ერთად ხელჩაკიდული მანქანისკენ გაიქცა. ვერაფერი გავიგე - "რა სჭირთ?" - ვკითხე იქ მომუშავე თანამშრომლებს. გაირკვა, რომ მელაძეს ფოტოგრაფი ვეგონე და იფიქრა აქ მისი ქორწილის ექსკლუზიური ფოტოების გადასაღებად ვიდექი" - ჰყვება მტრედების გამყიდველი მამაკაცი.

Rating

თუ ამ კაცს დავუჯერებთ, ვალერი და ალბინა უკვე ორ წელია კანონიერ ქორწინებაში არიან.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS