07 დეკემბერი, 2016
50 წლის ვენსან კასელმა მონიკა ბელუჩის ახალგაზრდა შემცვლელი იპოვა
მონიკა ბელუჩის ყოფილი მეუღლე და ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად გამოჩნდა - გოგონა ახალგაზრდა მოდელი თინა კუნაკია. 27 წლის თინა იტალიელი - წარმოშობით სიცილელია, თუმცა ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში.

წყვილი პირველად გასულ ზაფხულს, იბიცაზე დასვენებისას შენიშნეს. მიუხედავად 23 წლიანი სხვაობისა, ერთად საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებიან.

შეგახსენებთ, რომ ბელუჩი და კასელი ქორწინებაში ერთად 14 წელი იყვნენ - 1999 წლიდან 2013 წლამდე. ჰყავთ ორი საერთო შვილი.

განქორწინების შემდეგ მონიკას ახალ ურთიერთობებზე ცნობილი არაფერია, როცა ვენსანმა
ახალი არჩევანი უკვე გააკეთა.

ლეა ხიმშიაშვილი

RatingRatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნ.ნ.
აშკარად კარგი გემოვნება აქვს კასელს! :)
21:01 / 08-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS