07 დეკემბერი, 2016
ალა პუგაჩოვას უმცროს ქალიშვილს უფროს დას, ქრისტინას ორბაკაიტეს ამსგავსებენ
ცნობილი რუსი მომღერლის ალა პუგაჩოვას ქალიშვილების - ქრისტინა ორბაკაიტესა და ლიზა გალკინას მსგავსების ამბავს სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ.

ალა პუგაჩოვას რამდენიმე ინსტაგრამ გვერდი აქვს, მაგრამ პირადი ცხოვრების დეტალებს თაყვანისმცემლებს იშვიათად უზიარებს.

გასულ დღეებში კი ალამ გადაწყვიტა გამომწერები გაეხარებინა და უმცროსი ქალიშვილის ვიდეო განათავსა.

ვიდეოს ნახვის შემდეგ, სოციალური ქსელის მომხმარებელმა აღნიშნა, თუ როგორ გაიზარდა ლიზა და კიდევ უფრო დაემსგავსა ვარსკვლავ დედას.

გარდა ამისა, ალა პუგაჩოვას გამომწერებმა ყურადღება გაამახვილეს ლიზა გალკინასა და მისი უფროსი დის, 45 წლის
ქრისტინა ორბაკაიტეს მსგავსებაზეც.

ლეა ხიმშიაშვილი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS