06 დეკემბერი, 2016
სკანდალი - ალა პუგაჩოვამ სიმღერა "Миллион алых роз" გუგუშასგან მოიპარა?
სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ ალა პუგაჩოვას სიმღერის, "Миллион алых роз" შესაძლო "ქურდობას", რომელიც მან ირანელი გუგუშასგან მოიპარა.

ალა პუგაჩოვას "სავიზიტო ბარათი" "Миллион алых роз", რომელიც 1982 წელ პირველად შეასრულა, კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან იუთუბზე განთავსდა ვიდეო, რომელში ამ სიმღერას მსოფლიოში განთქმული აზერბაიჯანული წარმოშობის, ირანელი მომღერალი, გუგუშა ასრულებს. ავტორის მიერ სიმღერას 1969 წლითაა დათარიღებული.

ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი და რუსი პრიმადონას მისამართით ბრალდებები გამოიწვია. მას პლაგიატიზმში ადანაშაულებენ.

გავრცელებულ ვიდეოში, სადაც სიმღერას გუგუშა სპარსულ ენაზე
ასრულებს, ფონზე ადევს ფოტოსურათი, 1969 წლით დათარიღებული.

თუმცა, თუ ვიდეოს ყურადღებით მოუსმენთ, აშკარაა, რომ გუგუშას ხმა ფოტოსურათის თარიღს არ შეესაბამება და უბრალოდ არქივულ შესრულებას ადევს - "Миллион алых роз"- ის სპარსული ვერსია, ირანელმა მომღერალმა არაუგვიანეს 2013 წელს ჩაწერა, რამდენადაც სწორედ ამ პერიოდში გახდა გუგუშას მიერ შესრულებული ეს სიმღერა, სოციალურ ქსელში ხელმისაწვდომი.
Rating


"Миллион алых роз", კომპოზიტორ რაიმონდ პაულსის მიერ, ანდრეი ვაზნესენკოვის ლექსზეა დაწერილი. სიმღერა პრიმადონას რეპერტუარში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჰიტად იქცა.

1983 წლის 2 იანვრიდან მოყოლებული, პუგაჩოვას არცერთ სოლო გამოსვლას, ამ სიმღერის შესრულებისას ბისზე გამოსვლის გარეშე არ ჩაუვლია. რუსული ესტრადის პრიმადონა სიმღერას ხშირად მსმენელთან ერთად ასრულებს.

კომპოზიცია "Миллион алых роз" პოპულარული გახდა არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ მის გარეთაც - განსაკუთრებული პოპულარობით კი იაპონიაში სარგებლობს. ცნობილია ასევე სიმღერის, სხვადასხვა მომღერლის მიერ შესრულებული ვერსიები - ინგლისურ, კორეულ, ებრაულ, ფინურ, ვიეტნამურ, შვედურ, უნგრულ და სხვა ენებზე.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნია
რა გუგუში ხალხოოოოოოოოო, ეს არის ალას სიმღერა და არის ფიროსმანზე...... მილონი ვარდები ფრანგ მსახიობს რომ მიართვა....თუმცა... გაიპარა დილით ,,მისი გოგო''.....
18:00 / 12-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ალა რა შუაშუა,პაულსი გამოდის პლაგიატორი.ისე გუგუში მახსოვს ერთი ფილმიდან,პატარა ვიყავი,რომ ვუყურე.გიტარაზე მარცხენა ხელით უკრავდა,ფილმშიც მომღერალს თამაშობდა,ლამაზი ქალი იყო
20:41 / 11-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS