მაყურებელმა პროექტის მსვლელობისას მათი ზედმეტად თბილი დამოკიდებულება შენიშნა. მეტიც, გრანოვსკაია და ჩერნიშევა ერთად პაპარაცებს არაფორმალურ სიტუაციაშიც ხშირად შეუნიშნავთ. წყვილი აშკარად შეყვარებულებივით გამოიყურებოდა.
უდავოა, რომ ეს შეუმჩნეველი არც ნასტია ზავაროტნიუკს დარჩენია. ამბობენ, ანასტასია დიდ სკანდალს აწყობდა და ქმარს უთვალთვალებდა კიდეც. ჭორების გასაქარწლებლად ზავაროტნიუკმა და ჩერნიშევმა გულახდილი ინტერვიუ
ანასტასია გამოტყდა, რომ მას რთული ხასიათი აქვს, მაგრამ განსხვავებული ტემპერამენტი ეხმარება მათ. პიოტრს ეჭვიანობის გრძნობა საერთოდ არ აქვს. წყვილი ერთმანეთს ენდობა.
შეგახსენებთ, რომ ნასტია და პიოტერი უკვე 5 წელია ერთად არიან. ამბობენ, რომ ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთისგან ბევრი რამ ისწავლეს და ამაში ბავშვები ძალიან დაეხმარნენ.
ლეა ხიმშიაშვილი