19 ოქტომბერი, 2013
პლანეტის ცნობილი ციხე-კუნძულები
მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში ალკატრასი იყო ფორტი, ციხესიმაგრე და ბოლოს ციხე, სადაც განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები იხდიდნენ სასჯელს აფრიკაში, კეიპტაუნიდან 12 კილომეტრში მდებარეობს კუნძული რობენი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. თუმცა აქ არავითარი ძველი ნანგრევი თუ უნიკალური ნაგებობა არ არის, თუ არ ჩავთვლით ციხის პირქუშ შენობას, რომელშიც ამჟამად მუზეუმია განთავსებული და გამუდმებით ტარდება ექსკურსიები. ყოფილი ციხე იმით არის აღსანიშნავი, რომ აპარტეიდის წლებში იქ მრავალი პოლიტპატიმარი იმყოფებოდა, მათ შორის, 28-წლიანი პატიმრობა მოიხადა სამხრეთ აფრიკის პირველმა შავკანიანმა პრეზიდენტმა
ნელსონ მანდელამ.

იტალიაში არის პაწაწინა კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, გორგონა, რომელიც ტოსკანის არქიპელაგის შემადგენლობაში შედის. იქ იხდიან სასჯელს პატიმრები და გამოსასწორებელი სამუშაოების სახით მეღვინეობით არიან დაკავებული. ამ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში აწარმოებენ გორგონას ყურძენს 700-წლიანი ისტორიის მქონე ქარხანა Marchesi de Frescobaldi-ისთვის. უჩვეულო „თანამშრომლობა“ შარშან დაიწყო და პირველი მოსავლიდან თითქმის 3000 ბოთლი დამზადდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი იუსტიციის სამინისტრომ დააფინანსა, ზემოაღნიშნული კომპანია კი პატიმრობაში მყოფ „მეღვინეებს“ გათავისუფლების შემდეგ სამსახურში აყვანას შეჰპირდა.

პრინცების კუნძულები, ანუ იგივე ადალარები, ცხრა კუნძულისგან შემდგარი ჯგუფია მარმარილოს ზღვაში, სტამბოლთან ახლოს. ამჟამად განმარტოებულ არქიპელაგზე, რომელსაც კურორტად იყენებენ, ტურისტები წყნარად დასასვენებლად ჩადიან. აქ საავტომობილო მოძრაობაც აკრძალულია. თუმცა ამ კუნძულების ისტორია დიდხანს ასოცირდებოდა ამბოხსა და ქაოსთან - ბიზანტიისა და ოსმანთა იმპერიის პერიოდში ამ კუნძულებზე ასახლებდნენ აფრიკაში, კეიპტაუნიდან 12 კილომეტრში მდებარეობს კუნძული რობენი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

თუმცა აქ არავითარი ძველი ნანგრევი თუ უნიკალური ნაგებობა არ არის, თუ არ ჩავთვლით ციხის პირქუშ შენობას, რომელშიც ამჟამად მუზეუმია განთავსებული და გამუდმებით ტარდება ექსკურსიები. ყოფილი ციხე იმით არის აღსანიშნავი, რომ აპარტეიდის წლებში იქ მრავალი პოლიტპატიმარი იმყოფებოდა, მათ შორის, 28-წლიანი პატიმრობა მოიხადა სამხრეთ აფრიკის პირველმა შავკანიანმა პრეზიდენტმა ნელსონ მანდელამ.

იტალიაში არის პაწაწინა კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, გორგონა, რომელიც ტოსკანის არქიპელაგის შემადგენლობაში შედის. იქ იხდიან სასჯელს პატიმრები და გამოსასწორებელი სამუშაოების სახით მეღვინეობით არიან დაკავებული. ამ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში აწარმოებენ გორგონას ყურძენს 700-წლიანი ისტორიის მქონე ქარხანა Marchesi de Frescobaldi-ისთვის. უჩვეულო „თანამშრომლობა“ შარშან დაიწყო და პირველი მოსავლიდან თითქმის 3000 ბოთლი დამზადდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი იუსტიციის სამინისტრომ დააფინანსა, ზემოაღნიშნული კომპანია კი პატიმრობაში მყოფ „მეღვინეებს“ გათავისუფლების შემდეგ სამსახურში აყვანას შეჰპირდა.

პრინცების კუნძულები, ანუ იგივე ადალარები, ცხრა კუნძულისგან შემდგარი ჯგუფია მარმარილოს ზღვაში, სტამბოლთან ახლოს. ამჟამად განმარტოებულ არქიპელაგზე, რომელსაც კურორტად იყენებენ, ტურისტები წყნარად დასასვენებლად ჩადიან. აქ საავტომობილო მოძრაობაც აკრძალულია. თუმცა ამ კუნძულების ისტორია დიდხანს ასოცირდებოდა ამბოხსა და ქაოსთან - ბიზანტიისა და ოსმანთა იმპერიის პერიოდში ამ კუნძულებზე ასახლებდნენ პრინცებსა და სულთნების ნათესავებს, სწორედ ამიტომ ეწოდა ამ ადგილებს პრინცების კუნძულები.

იფის კუნძული მარსელის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს და ალექსანდრ დიუმას ცნობილი ნაწარმოებით „გრაფი მონტე-კრისტოთი“ გაითქვა სახელი. მისი მთავარი გმირი ედმონ დანტესი სწორედ იფზე იხდიდა სასჯელს. ნაგებობა, რომელიც საფრანგეთის ზღვისგან დასაცავად თავდაპირველად ფორტად ააგეს, მოგვიანებით ციხედ გადაკეთდა, სადაც XVI საუკუნის ბოლოდან განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს გზავნიდნენ. ციხე 1890 წელს დაიხურა და მარსელის რაიონში ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა.

ნორვეგია სახელგანთქმულია პატიმრებისადმი ჰუმანური დამოკიდებულებით, მათთვის კომფორტული პირობების შექმნით. თუმცა კუნძულ ბასტოიზე მდებარე ციხე ყველა მოლოდინს აჭარბებს, მას პატიმრების ოცნებასაც კი უწოდებენ. პატიმრები კამერების ნაცვლად მყუდრო ხის სახლებში ცხოვრობენ, ცალკე ოთახებში. თითო სახლში ექვსი ადამიანია. მათ შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ კუნძულის ტერიტორიაზე, დაიჭირონ თევზი, იცურაონ, ესტუმრონ საუნას, ითამაშონ ჩოგბურთი. რაც შეეხება მუშაობას, პატიმრებისთვის სამუშაო დრო 8:30-დან 15:30-მდე გრძელდება.

რუსეთში თეთრი ზღვის უმსხვილეს არქიპელაგამდე, სოლოვეცკის კუნძულებამდე მიღწევა დღესაც რთულია, ადრე კი საერთოდაც სამყაროს დასასრულად მიიჩნეოდა. ჯერ კიდევ XV საუკუნეში ამ ადგილებს ბერები მიეჩვივნენ, რომლებმაც XVII საუკუნეში პირველებმა დაიწყეს მონასტრის ნაგებობების გამოყენება ურჩთა დასაპატიმრებლად. მათი ტრადიციებით საბჭოთა ხელისუფლებამაც ისარგებლა, რომლის დროსაც მეოცე საუკუნის ოციან წლებში სოლოვეცკის ბანაკს განსაკუთრებული დანიშნულება მიენიჭა და მისი პატიმრები თეთრი ზღვისა და ბალტიის არხის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. დღეს ეს არქიპელაგი სახელ-მწიფო მუზეუმ-ნაკრძალად არის გამოცხადებული.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ციხე სან-ფრანცისკოს ყურეში მდებარეობს. ალკატრასი ესპანურად „ვარხვს“ ნიშნავს. ის კუნძულს მისმა პირველაღმომჩენმა, ხუან მანუელ დე აიალამ უწოდა 1775 წელს, ამ ადგილებში ვარხვების სიმრავლის გამო. მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში ალკატრასი იყო ფორტი, ციხესიმაგრე და ბოლოს ციხე, სადაც განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები იხდიდნენ სასჯელს.

კუნძულის ცოცხლად დატოვება ვერც ერთმა პატიმარმა ვერ მოახერხა - ძლიერი დინება და ყურადღებიანი დაცვა უშლით ხელს. 29-წლიანი არსებობის შემდეგ ციხე 1963 წლის 21 მარტს, ჯონ კენედის ძმის, აშშ-ის გენერალური პროკურორის რობერტ კენედის ბრძანებით დაიხურა. აღსანიშნავია, რომ საპატიმროების კედლებს არა მხოლოდ პატიმრების ყოფის ნაკვალევი აჩნია, არამედ ინდიელთა ნახატებიც, რომლებიც დაცარიელებულ ნაგებობაში 1969 წელს დასახლდნენ. ამ კუნძულის მცხოვრებლებისა და ლეგენდარული პატიმრების - მაგალითად, ალ კაპონეს შესახებ ამბების გაგება შეიძლება მუზეუმში, რომელიც ალკატრასში უკვე 40 წელია მოქმედებს.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS