პოპპრინცესას გახმაურებული ვიდეო სიმღერაზე Work Bitch უკვე მოექცა მსოფლიო ჩარტების სათავეში, ოღონდ არა გაერთიანებულ სამეფოში. თავდაჭერილმა ბრიტანელებმა გადაწყვიტეს, რომ სიმღერაში მეტისმეტად ხშირად არის ნახსენები უხამსი სიტყვა bitch, ანუ
გარდა ამისა, მუსიკალური ტელეარხების ხელმძღვანელები შეაშფოთა რგოლის რამდენიმე სცენამ, მაგალითად, როდესაც სპირსი მოდელ გოგონებს გრძელ მათრახს უქნევს.
თვით ბრიტნიმ კი აღიარა, რომ სულაც არ უნდოდა ასეთი გულახდილი ვიდეოს გამოშვება, რომელმაც, სინამდვილეში, ტრიუმფალურად დააბრუნა მსოფლიო პოპსცენაზე.
პირველი ვერსია თითქოსდა კიდევ უფრო „ცხელი“ ყოფილა, მომღერლის პროდიუსერების დაჟინებით, თუმცა ბრიტნი პირადად დალაპარაკებია მემონტაჟეებს, რომ მეტისმეტად სექსუალური სცენები ამოეჭრათ.
„სხვა რომ არაფერი, ორი შვილის დედა ვარ და 31 წლის გახლავართ. ეს უკვე არ გამოიყურება ისე კარგად და არ იქნება სასიამოვნო, კლიპებში თუ გავიხდი. ძნელია იყო ერთდროულად დედაც და პოპვარსკვლავიც. ახლა მირჩევნია, ჩემს ვიდეოებში მეტი ვიცეკვო და ვიმღერო, ვიდრე ეს სექსოხუნჯობები ვაკეთო“, - აღიარა ბრიტნიმ ერთ-ერთ რადიოინტერვიუში.
ჟურნალი „რეიტინგი“