05 დეკემბერი, 2016
ელტონ ჯონი სცენიდან მიდის - მომღერალმა თავი მთლიანად ოჯახს მიუძღვნა
მომავალ წელს ელტონ ჯონი ოფიციალურად გამოაცხადებს სცენიდან წასვლის ამბავს და თავს მთლიანად ოჯახს მიუძღვნის. ელიან, რომ მუსიკოსი ამ განცხადებას მარტში, 70 წლის იუბილეზე გააკეთებს.

"ახლა მხოლოდ ბავშვებზე ვფიქრობ. ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იმ მომენტის გარშემო ტრიალებს, როცა ისინი სკოლაში წავლენ, შემდეგ დაამთავრებენ. და ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ისინი ჩემთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი არიან" – განაცხადა ელტონმა ერთ–ერთ ინტერვიუში.

ელტონ ჯონის ახლო მეგობარი ამბობს: "ელტონმა ყველაფერი ნახა და გააკეთა. მას დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს".

სერ ელტონ ჯონს
სახლში ქმარი, დევიდ ფერმიში (უკვე 23 წელია ერთად არიან) და შვილები, რომლებიც სუროგატმა დედამ გაუჩინა, 5 წლის ზაჰარი და 3 წლის ელაიჯა, ელოდებიან.

69 წლის ელტონ ჯონმა 260 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა, 5–ჯერ მოიგო "გრემის" პრემია, ერთი "ოსკარი, ერთი "ტონი", თერთმეტი Ivor Novello და 3 ათასზე მეტი კონცერტი ჩაატარა, მის 50 წლიანი მუსიკალური კარიერის მანძილზე.

ლეა ხიმშიაშვილი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ვაიმეე ვაიმე რემიქსი...
შინ ქმარშვილი მოელის....
18:14 / 06-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS