03 დეკემბერი, 2016
ანჯელინა ჯოლის ძმა ვეღარ უძლებს დის აგრესიის შეტევებს და ურთიერთობის გაწყვეტით იმუქრება
ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის განქორწინების შემდეგ, ანჯელინას ძმა, ჯეიმს ჰეივენი დასთან და დისშვილებთან ერთად ცხოვრობს. ანჯელინა ძმასთან ყოველთვის ძალიან ახლოს იყო, თუმცა ბოლო პერიოდში, როგორც ტაბლოიდი - RadarOnline იტყობინება, მათი ურთიერთობა ძალიან დაიძაბა.

ჯეიმსს თავისი დის აგრესიული საქციელების ატანა აღარ შეუძლია. გამუდმებული სკანდალები და ისტერიკა მას უკვე ყელში ამოუვიდა. ამიტომ, ანჯელინას დაემუქრა, რომ მასთან ყოველგვარ კავშირს გაწყვეტს.

"ჯეიმსს ძალიან უყვარს დისშვილები და მათთან მთელ თავისუფალ დროს ატარებს, მაგრამ ანჯელინასთვის ეს ცოტაა. ის გამუდმებით ეუხეშება
ძმას, აწყობს სკანდალებს და ითხოვს, რომ ის მათ გვერდით იყოს ყოველ წამს. ჯეიმსს ასეთი დამოკიდებულება ძალიან მობეზრდა და თავისი პრეტენზიები უკვე გამოთქვა" - ყვება RadarOnline-ს წყარო. იხილეთ სრულად


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS