19 ოქტომბერი, 2013
პასტორმა ქადაგების დროს მოკოცნავე გოგონები დააჭერინა
ცნობილია, რომ გოგონები გარკვეული ხნით საპატიმროში აღმოჩნდნენ, მათი შემდგომი ბედი კი ჯერჯერობით უცნობია.
ბრაზილიაში პასტორმა ორი გოგონა საჯარო კოცნის გამო დააპატიმრებინა. კონგრესმენმა და პასტორმა მარკო ფელისიანომ თავისი საჯარო გამოსვლა მაშინვე შეწყვიტა, როცა დაინახა, როგორ კოცნიდა ერთმანეთს ორი გოგონა ევანგელისტების ქრისტიანული ქადაგების დროს.

მან პოლიციას მიმართა და გოგონები დარბაზიდან გაიყვანეს, თუმცა ისინი ამტკიცებენ, რომ ღონისძიებაზე მათ გარდა სხვებიც ასე იქცეოდნენ, ქადაგების ემოციურმა ფონმაც იმოქმედა და ასე ექსტაზის გამო მოიქცნენ.

ცნობილია, რომ გოგონები გარკვეული ხნით საპატიმროში აღმოჩნდნენ,
მათი შემდგომი ბედი კი ჯერჯერობით უცნობია.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS