02 დეკემბერი, 2016
ჟანა ფრისკეს მეუღლეს - დიმიტრი შეპელევს შვილისთვის დედის სიკვდილის ამბის შესახებ მოყოლა აშინებს
ტელეწამყვანი დიმიტრი შეპელევი წიგნის "ჟანა" მკითხველებთან შეხვედრას აგრძელებს.

ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე შეპელევმა განაცხადა, რომ ამაყობს მამობის სტატუსით. "შვილთან დიდ დროს ვატარებ, ერთად ბევრს ვმოგზაურობთ. პლატონი ჯერ სულ 3 ნახევარი წლისაა და კითხვას "დედა სად არის?" არ სვამს.

ამ მომენტს დიდი შიშით ველოდები, პასუხს თავში გამუდმებით ვიგონებ და მაინც ძალიან მეშინია, რადგან ვიცი, რომ გამიჭირდება, როცა ამ რთული საუბრის დრო დადგება".

შეპელევი გამოტყდა, რომ დასახმარებლად ბავშვთა ფსიქოლოგსაც მიმართა, რომ ბავშვთან ურთიერთობისას სწორი სიტყვები შეარჩიოს. "მან რეკომენდაცია მომცა,
პლატონი არ მოვატყუო და არ ვუთხრა, რომ დედა მივლინებაშია საზღვარგარეთ. თანაც პლატონი მალე სკოლაში წავა, სადაც ბავშვები ყველაფერს ეტყვიან.

მას ჯერ არ ესმის, რომ დედა არ არის - ის ხედავს მას ფოტოსურათებზე, იცის მისი სიმღერები და როცა გაიზრდება, წაიკითხავს წიგნს, რომელიც მე დავწერე და ყველაფერს გაიგებს".

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS