19 ოქტომბერი, 2013
იტალიელმა კინორეჟისორმა თავი მოიკლა
რაც შეეხება ლიძანის, მისი ცნობილი ფილმებია „ღარიბი შეყვარებულების ამბავი“ , „ბანდიტები მილანში“ , „შეშლილი ჯო“ , „პროცესი ვერონაში“ ცნობილმა იტალიელმა კინორეჟისორმა, სცენარისტმა და კინოკრიტიკოსმა კარლო ლიძანიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ფანჯრიდან გადახტა.

რომში, ერთ-ერთი შენობის მეოთხე სართულიდან გადმომხტარი 92 წლის ხელოვანის ცხედარი მისმა მეზობლებმა იპო-ვეს. ამჟამად ცდილობენ დაადგინონ, რამ გადაადგმევინა რეჟისორს ასეთი ტრაგიკული ნაბიჯი.

2010 წელს სწორედ ამგვარად მოიკლა თავი კიდევ ერთმა ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა, კომედიოგრაფმა მარიო მონიჩელიმ - 95 წლის ასაკში. ის რომის სან-ჯოვანის კლინიკის
ფანჯრიდან გადახტა, კლინიკაში ის სიმსივნისგან მკურნალობის კურსს გადიოდა.

რაც შეეხება ლიძანის, მისი ცნობილი ფილმებია „ღარიბი შეყვარებულების ამბავი“ , „ბანდიტები მილანში“ , „შეშლილი ჯო“ , „პროცესი ვერონაში“.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS