ევგენი გრიბოვს სქესი არ შეუცვლია და ხანდახან მამაკაცის ფორმითაც ჩნდება, თუმცა პოპულარობა მას ჟოზეფინა ტრამპის სტილმა მოუტანა.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სტილისტი დიდ ბრიტანეთში ვალერიასთან ერთად იმყოფებოდა. იქ ბევ რუს ნაცნობს შეხვდა, რომლებიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში გადავიდნენ საცხოვრებლად და ევგენიმაც იქ დარჩენა გადაწყვიტა.
გრიბოვმა დასავლური ტრანსგენდერული სტილი მალევე დაიჭირა და ჟოზეფინას იმიჯი შეიქმნა.
ამის შემდეგ, მისი კლიენტების რაოდენობა
"დამაინტერესა როგორია ქალების ცხოვრება და მათ ტყავში შევძვერი. მეგობრებმა მითხრეს, რომ აქ ეს პოპულარობით სარგებლობს და მართლაც, ახლა ახალგაზრდა, ლამაზი თაყვანისმცემლების დიდი ჯგუფი მყავს. თანაც, ეს იმიჯი სამსახურში კლიენტებს იზიდავს, რუსეთში კი შეაშინებთ" - გამოტყდა სტილისტი.
ლეა ხიმშიაშვილი