01 დეკემბერი, 2016
ვარსკვლავების სტილისტი რუსეთიდან წავიდა, რათა ქალი გამხდარიყო
რუსი ცნობილების საყვარელი სტილისტი, ევგენი გრიბოვი მოსკოვიდან ლონდონდში გადავიდა, სადაც იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და ქალი გახდა.

ევგენი გრიბოვს სქესი არ შეუცვლია და ხანდახან მამაკაცის ფორმითაც ჩნდება, თუმცა პოპულარობა მას ჟოზეფინა ტრამპის სტილმა მოუტანა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სტილისტი დიდ ბრიტანეთში ვალერიასთან ერთად იმყოფებოდა. იქ ბევ რუს ნაცნობს შეხვდა, რომლებიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში გადავიდნენ საცხოვრებლად და ევგენიმაც იქ დარჩენა გადაწყვიტა.

გრიბოვმა დასავლური ტრანსგენდერული სტილი მალევე დაიჭირა და ჟოზეფინას იმიჯი შეიქმნა.

ამის შემდეგ, მისი კლიენტების რაოდენობა
სწრაფად გაიზარდა, მათ შორის არიან - ლარა ფაბიანი და ჯონ გალიანო.

"დამაინტერესა როგორია ქალების ცხოვრება და მათ ტყავში შევძვერი. მეგობრებმა მითხრეს, რომ აქ ეს პოპულარობით სარგებლობს და მართლაც, ახლა ახალგაზრდა, ლამაზი თაყვანისმცემლების დიდი ჯგუფი მყავს. თანაც, ეს იმიჯი სამსახურში კლიენტებს იზიდავს, რუსეთში კი შეაშინებთ" - გამოტყდა სტილისტი.

ლეა ხიმშიაშვილი
RatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS