01 დეკემბერი, 2016
ივანკა ტრამპი - 12 უცნობი ფაქტი აშშს უფროსი ქალიშვილის ცხოვრებიდან
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მისი სახელის გარშემო დიდი აჟიოტაჟი ატყდა.

ხალხს სურს მეტი გაიგოს არა მარტო დონალდ ტრამპის პირად ცხოვრებაზე, არამედ მისი ოჯახის თითოეულ წევრზე.
დღეს კი ივანკა ტრამპის ცხოვრების უცნობ დეტალებზე ვისაუბრებთ:

Rating




































ივანკა ტრამპის უფროსი ქალიშვილია, რომელიც დონალდს პირველი ცოლისგან, ივანა ზელნიჩკოვასგან შეეძინა. ის 1981 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა.

ივანკა ტრამპის მიმართ, ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან, დიდ ყურადღებას იჩენდნენ ჟურნალისტები.

9 წლის ასაკში, ერთ-ერთი რეპორტიორი მას სკოლასთან დარაჯობდა და კითხვებს უსვამდა:
"მართალია თუ არა მარლი მეიპლზის (ტრამპის მეორე ცოლი) სიტყვები, რომ საუკეთესო სექსი მას მამაშენთან ჰქონდა?"

ივანკა დაბადებიდან სიმდიდრეში დაცურავდა. მშობლებს ხშირად დაჰყავდათ საიუველირო მაღაზიაში, სადაც მისთვის სასურველ ნებისმიერ ნივთს ირჩევდა. ივანკას თქმით, ბრილიანტებმა მას თოჯინა შეუცვალეს.

ახალგაზრდობაში ივანკამ თავი სამოდელო ბიზნესში გამოსცადა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას შესანიშნავი გარეგნული მონაცემები ჰქონდა, ეს საქმე ძალიან მალე მობეზრდა. მისი თქმით - მოდელები ყველაზე ბოროტი და უნამუსო გოგონები არიან მსოფლიოში.
Rating
დონალდ ტრამპისთვის ქალიშვილის მიერ სამოდელო ბიზნესზე უარის თქმა დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა, თუმცა მის გადაწყვეტილებას არ შეეწინააღმდეგა. ერთ-ერთ ინტერვიუში ტრამპა თქვა: "ის წარმატებული მოდელი იყო, მაგრამ უორტონის ბიზნეს სკოლის გამო თავი დაანება. თქვა, რომ უძრავი ქონების მართვა უფრო მეტად მოსწონს, ვიდრე პოდიუმზე სიარული".
Rating
დონალდ ტრამპი ქალიშვილის სილამაზის ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ერთხელ მან ისიც თქვა, რომ ივანკას მამა რომ არ ყოფილიყო, ის აუცილებლად გახდებოდა მისი შეყვარებული.

ივანკას მილიონერმა ქმარმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ცოლს ძალიან რთული ხასიათი აქვს. მას მოდუნება საერთოდ არ შეუძლია, ყოველთვის ჩქარობს, რამდენიმე საქმეზე ერთდროულად ფიქრობს და ყოველთვის კონკურენციაზეა განწყობილი.

გათხოვებისას ივანკა ტრამპმა იუდაიზმი მიიღო. მისი იუდეველური სახელია - იაილი. ქმართან ერთად ის იუდეველურ წესებს მიჰყვება: აღნიშნავენ შაბათს. პარასკევს საღამოს მობილურს თიშავენ და შაბათობით არანაირ სერიოზულ საქმეს არ აკეთებენ.
Rating
მიუხედავად უსაზღვრო ფინანსური შესაძლებლობისა, ივანკა საშუალო კლასის კოსმეტიკას იყენებს. მაგ: კანის მოვლისთვის ის ესპანურ პროფესიონალურ კოსმეტიკას Nature Bisse -ს იყენებს.

2007 წელს მან საკუთარი საიუველირო ფირმა დააარსა -Ivanka Trump Collection. ამ მარკის სახელით მალე ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც გამოუშვა.

ივანკა ტრამპისა და ჯარედ კუშნერის ქორწილი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ქორწილად ითვლება. ცერემონია ნიუ-ჯერსის ნაციონალურ გოლფ-კლუბში გაიმართა. მიწვეული იყო 500 სტუმარი. ყველა სტუმარს სპეციალური საჩუქარი გადასცეს, ჯამში 9 000 დოლარი.

აღსანიშნავია, რომ ქორწილისთვის ივანკამ სამკაულები საკუთარი ფირმიდან შეარჩია. ძვირფასეულობებმა ჯამში 265 000 დოლარი შეადგინა.

ივანკასა და ჯარედს 3 შვილი ჰყავს - 5 წლის არაბელა, 3 წლის ჯოზეფი და 8 თვის თეოდორი. როგორც ივანკას ქმარი ხუმრობს, მის მეუღლეს ოჯახში გენერალური დირექტორის პოსტი უჭირავს. თავად ჯარედი კი ოჯახის მართვაში მოკრძალებულ როლს ასრულებს.

ლეა ხიმშიაშვილი

RatingRatingRatingRatingRatingRating




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS